ტკიპისმიერი ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტკიპისმიერი ენცეფალიტი – ვირუსული დაავადება. გადამტანები – ტკიპები. დასნებოვნება ხდება ტკიპების კბენის შედეგად. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 10 – 14 დღეს. დასაწყისი მწვავეა, აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი. ყველაზე მეტად ტიპიურია კისრის და მხრის სარტყლის კუნთების ატროფიით მიმდინარე დამბლები, თავის ქალას ნერვების დაზიანებები, მენინგეალური სინდრომის ნიშნები. უფრო გავრცელებულია წაშლილი ფორმები დამბლების გარეშე. პროფილაქტიკა: ტკიპების განადგურება, დაფარული ტანსაცმლის ტარება, ვაქცინაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook