ტონომეტრია

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტონომეტრია – (ბერძნ. tonos  –  დაძაბვა და … მეტრია) თვალისა, თვალშიგა წნევის გაზომვა. საორიენტაციო გაზომვისათვის იყენებენ ე. წ. პალპაციის მეთოდს, რომელიც თვალზე თითის დაჭერისას იძლევა სუბიექტურ წარმოდგენას თვალის სიმკვრივეზე. უფრო ზუსტია თვალშიგა წნევის გაზომვის ინსტრუმენტული მეთოდები ტონომეტრების საშუალებით . კონსტრუქციის მიხედვით არსებობს იმპრესიული და აპლანაციური ტონომეტრები. იმპრესიული ტონომეტრიის დროს თვალშიგა წნევის სიდიდე განისაზღვრება თვალის კაკალზე თვალის კაკლის სიდიდისა და და ფორმის შესაბამისი შტიფტის დაჭერის სიღრმით. აპლანაციური ტონომეტრიის დროს თვალშიგა წნევის გაზომვა ემყარება რქოვანის გაბრტყელების პრინციპს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook