უხიფათო ელექტრონული გარიგება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უხიფათო ელექტრონული გარიგება – (ინტ.) secure electronic transaction, SET – სტანდარტი, რომელიც ადგენს საკრედიტო ბარათების საშუალებით, ინტერნეტში დაცული გარიგებების (ტრანზაქციების) შესრულების წესებს. ციფრული ხელმოწერის შემოწმების გზით, გამყიდველს შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა მყიდველი ის პიროვნება, რომელადაც იგი თავს ასაღებს. ამავე დროს, საკრედიტო ბარათის ნომერი მისთვის უცნობი რჩება. გაყიდულ საქონელზე ანგარიშსწორებისათვის მყიდველის საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა მხოლოდ სავაჭრო ქსელის პასუხისმგებელ ადმინისტრატორს შეუძლია და ისიც მხოლოდ ერთჯერ, რადგან ანგარიშის კოდი განსხვავებულია ყოველი ტრანზაქციისათვის. სტანდარტი საკმაო უსაფრხოების პირობებს უქმნის საკრედიტო ბარათების მფლობელებს, თუმცა ელექტრონულ ბიზნესში უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები არ არსებობენ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook