უჯრედის მემკვიდრეობა

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედის მემკვიდრეობა – შვილეულ უჯრედებში, საწყის დედისეულ უჯრედთან შედარებით, ერთნაირი ან მსგავსი თვისებების წარმოქმნა. ამ მოვლენას საფუძვლად უდევს დნმ – ის ავტორეპროდუქცია და მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემა უჯრედის ყოველი გაყოფის დროს. უჯრედის მემკვიდრეობას არჩევენ: 1. ბირთვულს, რომელიც დაკავშირებულია უჯრედის ბირთვების ქრომოსომების დნმ – თან და 2. ციტოპლაზმურს, პლაზმოგენების არსებობით. მრავალი ფაქტით მტკიც­დება უჯრედის ბირთვის გადამწყვეტი როლი მემკვიდრეობაში. დადგენი­ლია, რომ უჯრედების ბირთვების დნმ არის მატერიალური სუბსტრატი მემკვიდრეობითი ერთეულების – გენებისა, რომლებიც ზემოქმედებენ სინთეზურ პროცესებზე და ამის მეოხებით ხდება უჯრედის მემკვიდ­რეობის რეალიზაცია უჯრედების განსაზღვრულ ფენოტიპში. ეს უკანას­კნელი ვარაუდობს დიფერენცირებადი უჯრედების სპეციალიზებული სტრუქტურების ასაგებად საჭირო სპეციფიკური ცილების სინთეზის პროცესების გენეტიკურად განპირობებულ მიმართულებას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook