უჯრედი – კოლბები

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედი – კოლბები – თვალის ბადურას სინათლისადმი მგრძნო­ბიარე მხედველობითი უჯრედები (კოლბიანი მხედველობის უჯრედები – cellulae opticae coniferae), რომელთა პერიფერიულ მორჩს კოლბის ფორმა აქვს. ამ მორჩის შემადგენლობაში არჩევენ გარეთა გრძელ სეგმენტს (segmentum coni externum), ანუ ნაწევარს. გარეთა ნაწევარში პარალელურად მდებარე მემბრანების – ციტოპლაზმური მემბრანის წარმონაქმნთა სისტემაა. შიგნითა ნაწევარში განლაგებულია მიტოქონ­დრიების (ელიფსოიდების) გროვები, ბაზალური სხეულაკი და ერგას­ტოპლაზმა. უჯრედი – ჩხირისაგან განსხვავებით, უჯრედი – კოლბები არ შეიცავს მხედველობის პურპურს, ანუ როდოფსინს. ეს უჯრედები შეიგრძნობს ფერად სინათლეს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook