უჯრედი – მარცვლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედი – მარცვლები – (granulocyti) – ნათხემის ქერქის წვრილი ნერვული უჯრედები (მცირე მარცვალა ნეიროციტი – granoneurocytus parvus), რომლებიც ქმნიან მარცვლოვან შრეს. ამ უჯრედებს აქვს ციტოპლაზმის ძლიერ ვიწრო ფერსო პატარა მრგვალი ბირთვის გარშემო; ისინი გარეგნულად მარცვლებს ჰგავს, რასთანაც დაკავშირე­ბულია მათი სახელწოდება. უჯრედი – მარცვლები (მარცვალა ნეირო­ციტები) თავისი მორჩების საშუალებით, რომლებიც T – სებრად იტო­ტებიან ნათხემის ხვეულების გასწვრივ ქერქის ზედაპირის პარა­ლელურად, ახორციელებენ კავშირს პურკინიეს უჯრედებთან . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook