ფაილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფაილი – (ინტ.) file  მეხსიერების სახელწოდებულ არეში ჩაწერილ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც განიხილება როგორც განუყოფელი მთლიანობა; მეხსიერების არის  სახელი ერთდროულად ფაილის სახელიცაა. ფაილების სახელები ინახება დირექტორიებში, ანუ კატალოგებში. ფაილის სრული სახელი მოიცავს მის მოკლე სახელს, გაფართოვებას, რომელიც ფაილის ტიპს განსაზღვრავს და  იმ გზას, რომელიც საჭიროა პროგრამის მიერ ფაილი დან მონაცემების წაკითხვისათვის (აქტივიზაციისათვის).; ფაილის სტრუქტურული ელემენტებია მონაცემთა ველები და ჩანაწერები (რაიმე ნიშნით დაკავშირებულ ველთა ჯგუფები). ფაილის სისტემური სტატუსი განისაზღვრება მისი ატრიბუტებით, რომლებიც, სრული სახელის გარდა მოიცავენ ფაილის ზომას, შექმნისა და ცვლილებების შეტანის თარიღებს, ავტორის სახელს, ფაილთან დაშვების პირობებს და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook