ფარისებრი ჯირკვლის კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფარისებრი ჯირკვლის კიბო – შეადგენს სიმსივნეების 1% – ს. ქალებში იგი 2 – ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. დაავადების დაწყების საშუალო ასაკია 43 – 44 წელი. ჰისტოლოგიურად განსაკუთრებით ხშირია პაპილარული კიბო (60 – 70%); ფოლიკულური შეადგენს 30% – ს; იშვიათად ვლინდება ანაპლასტური და მედულარული კიბო. პაპილარული და ფოლიკულარული კიბოს დროს ძირითადი სიმპტომებია: სოლიტარული კვანძი ფარისებრი ჯირკვლის სისქეში. ანაპლასტური კიბოს დროს სიმპტომებს ხშირად განსაზღვრავს  მეზობელ ორგანოებზე და ქსოვილებზე ზეწოლა – დისფაგია, ქოშინი, ხმის ჩახლეჩა, ტკივილი, ჯირკვლის გადიდება. პაპილარული კიბოს დროს ხშირად ვითარდება რეგიონალური მეტასტაზები, ფოლიკულარულის დროს  – დაშორებული მეტასტაზები; არადიფერენცირებული კიბო მიმდინარეობს მეტასტაზირების გენერალიზებით. მედულარული კიბო წარმოადგენს ძლიერ ავთვისებიან ფორმას, რომელიც იწვევს ადრეულ მეტასტაზირებას. დიაგნოზის დადგენის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა ციტოლოგიურ გამოკვლევას, რადიოიზოტოპურ სკანირებას, არტერიოგრაფიას, სიმსივნური მარკერების განსაზღვრას (კალციტონინი მედულარული კიბოსათვის). მკურნალობაში შედის ქირურგიული, სხივური მეთოდები, რადიოაქტიური იოდის გამოყენება. ქიმიოპრეპარატებიდან გამოიყენება ადრიაბლასტინი, ფტორურაცილი, ცისპლატინი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook