ფარის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფარის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის სისხლძარღვებისა და ნივთიერების სიმეტრიული კალციფიკაციით, უწინარეს ყოვლისა ბაზალური განგლიებისა და ნათხემის მიდამოში. გამოყოფენ დაავადების ინფანტილურ – იუვენილურ ფორმას, რომელიც ვლინდება ბავშვებსა და მოზარდებში ოლიგოფრენიით, ეპილეფსიური გულყრებით, ქორეოათეტოზით, და სენილურ ფორმას, რომელიც ვითარდება საშუალო და მოხუცებულობით ასაკში და ხასიათდება პარკინსონიზმის, დემენციის, ნათხემოვანი ატაქსიის განვითარებით, იშვიათად – პირამიდული უკმარისობით, ეპილეფსიური გულყრებით, შარდის შეუკავებლობით. დიაგნოზი დგინდება კომპიუტერული ტომოგრაფიით. მკურნალობა სიმპტომატურია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook