ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია)

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია) – ხასიათდება ნევრალგიური და ვეგეტატიური მოშლილობით. პირველი გამოიხატება ტკივილის შეტევით ცხვირის ფუძის, თვალის კაკლის, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების, ზედა, იშვიათად ქვედა ყბის მიდამოებში და კბილებში, ირადიაციით საფეთქლის, ყურისა და დვრილებში მორჩისაკენ, ზოგჯერ კი  –  კეფის, კისრისა და ზედა კიდურებისაკენ (თითების ჩართვით). ვეგეტატიური მოშლილობა აღინიშნება ნაზალური და ოკულური კრიზებით (იხ.), ზოგჯერ თან ერთვის ასთმური ხასიათის ქოშინი, იშვიათად მოციმციმე სკოტომა, ნერწყვის დენა, გემოს შეგრძნების გაუკუღმართება, შეტევა იწყება უეცრად, უფრო ხშირად ღამით და გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. გვხვდება ძირითადი ან დაცხრილული წიაღის ანთებით პროცესის, ტრავმის, ზოგჯერ აღნიშნული მიდამოს სიმსივნის დროს. სინონიმები: სლუდერის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook