პროფესიული ვარგისიანობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პროფესიული ვარგისიანობა – (ფსიქოლოგია) ადამიანის ფსიქიკური და ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებების ერთობლიობა, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ პროფესიაში საზოგადოებრივად მიღებული ეფექტურობის მისაღწევად. პროფესიული ვარგისიანობა ადამიანს დაბადებიდან არ დაყვება, ის ფორმირდება სწავლების პროცესში და შემდგომ პროფესიონალურ მოღვაწეობაში; მის წარმოქმნასა და განმტკიცებას ხელს უწყობს მატერიალური და მორალური სტიმულაციის სისტემა, დაკმაყოფილება მიღებული შემოქმედებით, მისი შედეგების საზოგადოებრივი მნიშვნელობის გაცნობიერებით და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა