ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
სპინური ეპიდურიტი – კეროვანი ჩირქოვანი ანთება ზურგის ტვინის ეპიდურალური უჯრედისისა. წარმოიქმნება როგორც ნებისმიერი ლოკალიზაციის კეროვანი ჩირქოვანი ინფექციის გართულება. ზოგადი ნფექციური გართულებების ფონზე წარმოიქმნება ინტენსიური ფესვური ტკივილები, ზურგის ტვინის გაჭყლეტა, რაც ვლინდება პარა – ან ტეტრაპლეგიით და სხვ. დარღვევებით. დიაგნოზი ზუსტდება მაგნიტურ – რეზონანსური ტომოგრაფიით. მკურნალობა ქირურგიულია.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა