ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ფაკომატოზები – (ბერძ. phakos – ოსპი) მემკვიდრეობითი დაავადებათა ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ექტოდერმალური ჩანასახოვანი ფურცლის ჩადების დარღვევასთან და ხასიათდება კანის, ნერვული სისტემის და თვალების დაზიანებით. ფაკომატოზებს მიეკუთვნება ნეიროფიბრომატოზი, ტუბეროზული სკლეროზი, სტერჟ – ვებერის დაავადება, ლუი – ბარის დაავადება და სხვ. ვითარდება ადრეულ ბავშვობის ასაკში; ხშირია ოჯახური ფორმები.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა