ფსიქოლოგიური დრო (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსიქოლოგიური დრო (ფსიქოლოგია) – ადამიანის ფსიქიკაში მისი ცხოვრებისეული გზის მოვლენებს შორის დროებითი ურთიერთობების სისტემების ასახვა. ფსიქოლოგიურ დროში შედის: ცხოვრების სხვადასხვა მოვლენების  ერთდროულობის, თანამიმდევრობის, ხანგრძლივობის, სიჩქარის  შეფასება, მათი აწყმოსადმი კუთვნილება, სიშორე წარსულში და მომავალში, შეზღუდულობისა და გაჭიანურების, წყვეტილობისა და უწყვეტობის განცდა, დროის შეზღუდულობა და უსაზღვროობა, ასაკის, ასაკოვანი ეტაპების (ბავშვობა, ახალგაზრდობა, მოწიფულობა, სიბერე) გაცნობიერება, წარმოდგენები ცხოვრების მოსალოდნელ ხანგრძლივობაზე, სიკვდილზე და უკვდავებაზე, საკუთარი ცხოვრების ისტორიულ კავშირზე ოჯახის წინაპრებთან და მის მომავალ თაობასთან, საზოგადოებასთან, და მთლიანად, კაცობრიობასთან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook