ფსიქოტექნიკა

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსიქოტექნიკა  – -(ფსიქოლოგია)  (ბერძ. techne – ხელოვნება, ოსტატობა)  1. ფსიქოლოგიის განშტოება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა პრაქტიკული მოღვაწეობის პრობლემებს კონკრეტულ გამოყენებით ასპექტში. ტერმინი ფსიქოტექნიკა ზოგჯერ გამოიყენება როგორც სინონიმი ტერმინისა ,,ფსიქოტექნოლოგია” ფსიქიატრიაში, სადაც ადამიანთა ქცევის შესაცვლელად, ,,რომლებიც ითვლებიან სულიერ ავადმყოფებად და სოციალურად საშიშებად, ფსიქიატრიულ საშუალებებთან ერთად გამოიყენება ტექნიკური საშუალებები (ელექტრონული, კომპიუტერული და სხვ.). სოციალურ ფსიქიატრიაში ფსიქოტექნიკა ეს არის პრინციპების, მეთოდებისა და საშუალებების სისტემა, მიმართული ადამანის ქცვევის მართვაზე (იხ. მანიპულაცია) მის ფსიქიკაზე იძულებითი ზემოქმედებით (ნარკოტიკები, ჰიპნოზი, ფსიქოფიზიკური ზემოქმედება და სხვ.). სხვადასხვა მიმართულების ფსიქოლოგიაში და ფსიქოლოგიურ სკოლებში ფსიქოტექნიკის  ტერმინის ქვეშ იგულისხმება კონკრეტული მეთოდური ხერხები და მათი სისტემები, რომლებიც გამოიყენება ტესტირებისათვის, დაკვირვებისათვის, ექსპერიმენტალური გამოკვლევისათვის და ა. შ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook