ფურუნკული

ფურუნკული – თმის პარკის და მისი ირგვლივი კანქვეშა უჯრედისის  ჩირქოვანი ანთება. გასაკუთრებით ხშირი გამომწვევია სტაფილოკოკი. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია: ჰიგიენის დაუცველობა, კანის შეუმჩნეველი დაზიანებები, განსაკუთრებით გაპარსვის დროს, მომატებული ოფლიანობა, შაქრიანი დიაბეტი. უპირატესი ლოკალიზაციაა სახე, კეფა, საზარდულის არე, დუნდულოები, ხელები.

სიმპტომები, მიმიდნარეობა. თავდაპირველად წარმოიქმნება ტკივილი, შეშუპება და სიწითლე  თმის პარკის ირგვლივ. შემდეგ ხდება ნეკროზული ზონის ფორმირება და მისი ჩირქოვანი გალღობა. დაავადებაზე დინამიური დაკვირვებისათვის საჭიროა ლეიკოციტოზის და ედსის კონტროლი, ასევე სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა. ჩირქოვანი გალღობის მკურნალობა  –  სიმშვიდე, ანტისეპტიკური ნახვევები. არასასურველია იხტიოლის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ინფილტრატის აბსცენდირებას. ზედაპირული ჩირქგროვის დროს შესაძლებელია გაუტკივარების გარეშე ნეკროზული უბნის მოცილება, რის შემდეგაც სწრაფად დგება გამოჯანმრთელება. ოპერაციის დროს აუცილებელია მასალის აღება ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის. ანტიბიოტიკოთერაპია ჩვეულებრივ ნაჩვენები არ არის, მკურნალობაში ძირითადია ადექვატური ქირურგიული ჩარევა. სახის ფურუნკულის დროს გარკვეული საშიშროება იქმნება ინფექციის გავრცელებისა ტვინის სინუსებზე, სეპტიკური სინუს – თრომბოზის განვითარებით. ამ მიდამოს ფურუნკულოზის დროს ყველა მანიპულაცია მკაცრად შეზღუდულია, ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია სტაციონარის პირობებში; იზღუდება ლაპარაკი და ღეჭვა.

ბმულები: თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..