ქალაშიდა წნევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქალაშიდა წნევა – წნევა ქალას ღრუში და ტვინის პარკუჭებში, რომლის ფორმირებაში მონაწილეობენ ტვინის გარსები, ცერებროსპინური სითხე, ტვინის ქსოვილი, უჯრედშიგა და უჯრედგარეთა სითხე, ასევე სისხლი, რომელიც ცირკულირებს ტვინის სისხლძარღვებში.

გაფრთხილება!

Share this...Share on Facebook
Facebook