ქოლესტაზი

ქოლესტაზი – (ბერძ. chole – ნაღველი და stasis – შეგუბება)  პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის გადასვლის შემცირებით თორმეტგოჯა ნაწლავში მისი წარმოქმნის, ექსკრეციის და (ან) გამოყოფის დარღვევის გამო. შესაძლებელია იყოს ღვიძლგარეშე (სანაღვლე გზების კენჭებით დაცობისას) და ღვიძლშიდა (ჰეპატიტები, ქოლანგიტები), ასევე მწვავე და ქრონიკული, სიყვითლით და უსიყვითლოდ მიმდინარე. გამოვლინებები: კანის ქავილი, სიყვითლე, შეწოვის დარღვევა, ქსანთომები, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ცვლილებები; ხანგრძლივი მიმდინარეობისას ვითარდება ღვიძლის ციროზი. დიაგნოზი დგინდება ულტრაბგერითი გამოკვლევით; ჩვენების მიხედვით ტარდება ღვიძლის ბიოფსია.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook