ქუთუთოს გადმობრუნება

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქუთუთოს გადმობრუნება – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ნაწიბუროვანი გადმობრუნება წარმოიქმნება ქუთუთოს კანის გაჭიმვით ჭრილობის, დამწვრობის, სისტემური წითელი მგლურას და სხვა პათოლოგიური პროცესების შდეგად. სპასტიკური გადმობრუნება წარმოიქმნება თვალის მრგვალი კუნთის ორბიტალური ნაწილის შეკუმშვის შედეგად. მოხუცებულობითი გადმობრუნება  –  შედეგია ამ კუნთის სისუსტისა. პარალიზური დამბლა აღინიშნება მხოლოდ ქვედა ქუთუთოზე და წარმოიქმნება სახის ნერვის დამბლის დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ქუთუთოს ლორწოვანი გარსის გარეთ გადმოტრიალება. იგი თანდათანობით შრება და ჰიპერტროფირდება. ქუთუთოსთან ერთად თვალიდან გამოდის საცრემლე წერტილი, რაც იწვევს ცრემლდენასა და კანის მაცერაციას. იმის გამო, რომ თვალის ნაპრალი არ იხურება  შესაძლებელია განვითარდეს კერატიტი, რქოვანას შემდგომი შემღვრევით. მკურნალობა. სპასტიკური გადმობრუნების დროს  –  მისი მიზეზის ლიკვიდაციისაკენ მიმართული თერაპია. ქუთუთოების გადმობრუნების სხვა სახეების დროს  –  ოპერაცია. პროგნოზი მხედველობასთან დაკავშირებით კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: გვერდი ,,თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის”

Share this...Share on Facebook
Facebook