ღრძილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ღრძილები – – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სქელი ფენა, რომელიც შედგება სისხლძარღვებით მდიდარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისაგან. აქვს მოწითალო ფერი და რბილი კონსისტენცია. კბილის ყელიდან დაწყებული ღრძილები ფარავს ყბების ალვეოლურ (კბილბუდეთა) კიდეებს და ვრცელდება კბილთაშუა სივრცეებში. წინ ღრძილები გადადის ტუჩების ლორწოვანაში, უკან ზემო ღრძილი – რბილი სასის ლორწოვააში, ხოლო ქვემო ღრძილი – პირის ღრუს ლორწოვანაში. ღრძილები მეტად მგრძნობიარეა ყოველგვარი ინფექციისა და ტრავმისადმი. ვ. აბაშიძე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook