შარდმჟავა დიათეზი

  • თურმანიძის მალამოები

შარდმჟავა დიათეზი – (ბერძ. Diathesis წინასწარგანწყობა) კონსტიტუციური ანომალია, რომელიც ხასიათდება ნუკლეინის მჟავების, ნუკლეოტიდების, პურინის ფუძეების ცვლის მოშლით, რაც იწვევს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების  დაგროვებასა და სხვადასხვა სისტემებისა და ორგანოების მეორად დაზიანებებს. მის ყველაზე უფრო ადრეულ გამოვლინებას წარმოადგენს ახალშობილებში სიცოცხლის მე – 2 – 5 დღეს შარდმჟავა მარილების კრისტალების ჩალაგება (ძირითადად შარდმჟავა ამონიუმისა და ნატრიუმის) თირკმლის მილაკებში და თირკმლის ტვინოვანი ნივთიერების შემკრებ არხებში. დიურეზის ჩამოყალიბებასთან ერთად ხშირად ხდება შარდმჟავას და მისი მარილების კრისტალების გაწოვა. შარდმჟავა დიათეზის ადრეული კლინიკური ნიშანია ურატული ნაფროპათია და შარდმჟავა ნეფროუროლითიაზი. ადრეული ასაკის ბავშვებში  ურატული ნეფროპათია ვლინდება თავდაპირველად ლეიკოციტურიით, შემდეგ კი პათოლოგიური პროცესის პროგრესირებასთან და მილაკების სისხლძარღვების  დაზიანებასთან ერთად, ჰემატურით. 10 წლის ასაკის ზევით მატულობს პროტეინურია და დაავადება მოგვაგონებს ქრონიკული ნეფრიტის ლატენტურ მიმდინარეობას.  უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში კლინიკური სინდრომები, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში  შარდმჟავას დაგროვებით,  –  ჰიპერურიკემია, ჰიპერურატურია,   –  ერთიანდებიან ურიკოპათიების სახელწოდების ქვეშ. შარდმჟავას დაგროვება  ორგანიზმში ხელს უწყობს ჰიპერტონიული დაავადების, ართრიტების (გამოწვეული ცვლის მოშლით), სპონდილეზის, შარდკენჭოვანი დაავადების, პოდაგრის განვითარებას. აღინიშნება ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა, პრედდიაბეტის მდგომარეობა, ზოგჯერ შაქრიანი დიაბეტი.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook