შუა ყურის მწვავე ანთება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შუა ყურის მწვავე ანთება – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ხშირად აღენიშნებათ ბავშვებს (განსაკუთრებით ძუძუს და ადრეულ ასაკში). პათოგენური მიკროორგანიზმები დაფის აპკზე ხვდებიან მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, წითელას, ქუნთრუშას დროს. შუა ყურის ანთების მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება სურდო, ზოგადი ინფექციები, ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითება.  სიმპტომები და მიმდინარეობა. თავიდანვე მკვეთრი ტკივილი ყურში ან თანდათანობით პროგრესირებადი ყურის დახშობა, ხმაური ყურებში, რომელიც ხშირად გადადის პულსაციის შეგრძნებაში, სმენის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება (პატარა ბავშვებში 40 გრადუსამდე). დაფის აპკი ჰიპერემიულია, განმასხვავებელი ნიშნები გამქრალია. ჩირქოვანი ოტიტის დროს დაფის აპკი ამობურცულია და შემდგომში შესაძლებელია მისი მთლიანობის დარღვევა ჩირქოვანი გამონადენის გაჩენით. ამის შემდეგ ტემპერატურა ჩვეულებრივ ქვეითდება და ყველა სიმპტომები თანდათანობით იწყებენ უკუგანვითარებას. შესაძლებელია გახანგრძლივებული მიმდინარეობა და სხვადასხვა გართულებები (მასტოიდიტი, ლაბირინთიტი, მენინგიტი, სეფსისი, თავის ტვინის აბსცესი). პროფილაქტიკა. მწვავე რინიტების და ფარინგიტების დროული მკურნალობა, ცხვირის ღრუდან ადენოიდების, პოლიპების და სხვა პათოლოგიური წარმონაქმნების მოცილება, რომლებიც ხელს უშლიან სუნთქვას. ორგანიზმის გაკაჟება. წითელას, ქუნთრუშას შემთხვევებში, ანტიბიოტიკების ხმარება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა