ცენტრიოლები

ცენტრიოლები – (centriolae ლათ. centrum – ცენტრი) უჯრედის ორგანოიდის, ე.წ.უჯრედის ცენტრის, ანუ ცენტროსომას უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილები. ისინი მკვრივი სხეულაკებია და ცენტროსფეროს შუა ნაწილში მდებარეობენ. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ცენტრიოლებს 0,3 – 0,6 მკმ სიგრძისა და 0,1 მკმ – მდე დიამეტრის პატარა ღრუ ცილინდ­რის ფორმა აქვს (ცენტრიოლის აგებულების საფუძველია მიკრომილაკების ცხრა ტრიპლეტი, განლაგებული წრიულად, რომელიც ქმნის ღრუს მქონე ცილინდრს). ასეთი ცილინდრის კედელი შექმნილია უფრო მკვრივი ციტოპლაზმის ცხრა ორმაგი მილაკით. უკანასკნელნი განლაგებულნი არიან ერთმანეთის პარალელურად ცენტრიოლების პერიფერიაზე. მათზე მაგრდება 700 Ao დიამეტრის პერიცენტრიოლური სხეულაკები. თავისი ულტრასტრუქტურით ცენტრიოლები ძალიან ჰგავს წამწამებს და განსხვავდება მათგან მხო­ლოდ ზომითა და იმით, რომ ცენტრალური ფიბრილები არა აქვს. ულტრასტრუქტურულ მსგავსებას შეესაბამება კინეტიკური ფუნქცია, რომელიც ამ წარმონაქმნებს ახასიათებს. ცენტრიოლები უშუალოდ დაკავშირებულია მიტოზურ გაყოფასთან. მეზიას მონაცემების­ თანახმად, ჯერ კიდევ ადრეულ ინტერფაზაში ხდება ცენტრიოლების რედუპლიკაცია, რომლებიც შემდგომში ინტერფაზის განმავლობაში­ ცენტროდესმოზის მეშვეობით შეერთებული რჩებიან და ერთმანეთის მიმართ მართი კუთხით არიან განლაგებული. პროფაზაში რედუპ­ლიცირებული ცენტრიოლები სცილდება ერთმანეთს და განსა­ზღვრავს გაყოფადი უჯრედების პოლუსებს. ამ დროს ისინი კარგად ვლინდებიან, ჰაიდენჰაინის მიხედვით, რკინის ჰემატოქსილინით შეღებილი პრეპარატების სინათლის მიკროსკოპიის დროს. ტერმინი „ცენტრიოლი“ შემოიღო ბოვერიმ (1895). სინ.ცენტრალური სხეულაკი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian