ცენტროსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცენტროსომა – (centrosoma ლათ. centrum – ცენტრი და ბერძნ. soma, somatos – სხეული) უჯრედის ორგანოიდი, რომელსაც ეწოდება უჯრედის ცენტრი . იგი შედგება ერთი, ან უფრო ხშირად, ორი ცენტრალური სხეულაკისაგან – ცენტრიოლებისაგან , რომელთაც გარს ეკვრის ნათელი ციტოპლაზმა – ცენტროსფერო . ტერმინს „ცენტროსომა“, რომელიც შემოიღო ბოვერიმ (1888), საკმაოდ ფართოდ ხმარობენ თანამედროვე ლიტერატურაში „უჯრედის ცენტრის“ სინონიმად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian