ცთომილი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცთომილი უჯრედები – (cellulae migrantes) უჯრედები, რომლებსაც გადაადგილების უნარი აქვთ. ეს თვისება ახასიათებს მიკროფაგებს (ნეიტროფილურ ლეიკოციტებს) და როგორც ჰემატოგენურ (ლიმფოციტები და მონოციტები), ისე ჰისტოგენურ მაკროფაგებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ჰისტიოციტებიდან, რეტიკულური უჯრედებიდან და ზოგიერთი ორგანოს სისხლძარღვების ენდოთელიუმის უჯრედებიდან. ჰისტიოციტების აღსანიშნავად ა.ა.მაქსიმოვმა შემოიღო ტერმინი „მოსვენებითი მაკროფაგები“ ანუ „ცთომილი უჯრედები მოსვენებით მდგომარეობაში“. ცთომილი უჯრედები გადაადგილდება ქსოვილებში ამებური მოძრაობით. აქედან სინონიმი ამებოიდური უჯრედები ანუ ამებოციტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook