ცილოვანი უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცილოვანი უკმარისობა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში ცილის (ძირითადი პლასტიური მასალა, რომელიც აუცილებელია ფერმენტების, ჰორმონების, იმუნური სხეულებისა და სხვ. სინთეზისათვის) შესვლის შემცირების ან შეწყვეტის შედეგად. შესაძლოა განპირობებული იყოს აგრეთვე ორგანიზმში ცილის გაძლიერებული დაშლით, მაგ. დამწვრობითი დაავადების, მძიმე ტრავმის, ჩირქოვან – სეპტიკური დაავადებებისას. ბავშვებში მსუბუქი ფორმა ვლინდება ზრდის შეფერხებით, ხოლო მოზრდილებში – სიგამხდრით; მძიმე ცილოვანი უკმარისობისას ვლინდება სხვა ნიშნებიც.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook