წვივის ვარიკოზული წყლული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

წვივის ვარიკოზული წყლული – ვითარდება წვივისა და ბარძაყის ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. თავდაპირველად ხდება წვივის ქვედა მესამედის წინა შიგნითა ზედაპირის კანის განლევა, ეს უკანასკნელი მშრალია, დაჭიმული და მბზინვარე. მასზე ჩნდება დამახასიათებელი პიგმენტური ლაქები, შემდგომ ვითარდება მცირე ზომის წყლული, რომელიც თანდათანობით იზრდება. ხდება მისი კიდეების შესქელება და დაკოჟვრა, ძირი იფარება ჭუჭყიანი ნადებით, წყლული სისხლმდენია. მკურნალობა. საწყის სტადიებში, სანამ კანი არ დაწყლულდა, მიზანშეწონილია დღის განმავლობაში პერიოდული დასვენება მაღლა აწეული ფეხებით. აუცილებელია ელასტიკური წინდის ტარება ან ელესტიკური ბინტის ნახვევი. ნაჩვენებია ქირურგიული ოპერაცია – კანქვეშა ვენის მოცილება ვენა – პერფორანტებთან ერთად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook