ხერხემალ – ზურგის ტვინის ტრავმა

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ხერხემალ – ზურგის ტვინის ტრავმა – (ბერძ. Trauma ჭრილობა, დაშავება)ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაზიანება. მშვიდობიანიბის პერიოდში ტრავმის ყველაზე ხშირი მიზეზებია: სიმაღლიდან ჩამოვარდნა, სიმძიმით ზეწოლა, სატრანსპორტო ტრავმები. ამასთან ხდება ხერხემლის მეტისმეტი მოხრა ან გაშლა მის ყველაზე უფრო მოძრავ ნაწილებში, რომელიც აღემატება მაქსიმალურად შესაძლებელ ფიზიოლოგიურ ზღვარს, რაც იწვევს ხერხემლის ძვლოვანი სტრუქტურების მთლიანობის დარღვევას და  ზურგის ტვინის დაზიანებას. ხერხემალ – ზურგის ტვინის ტრავმის მიმდინარეობაში გამოყოფენ 4 პერიოდს: მწვავე, რომელიც გრძელდება პირველ 2 – 3 დღეს, ადრეული, რომელიც გრძელდება 2 – 3 კვირას, შუალედური – გრძელდება 2 – 3 თვემდე, და გვიანი, რომელიც გრძელდება 3 თვეზე მეტხანს. დამახასიათებელია ტკივილები ხერხემლის არეში, კუნთების ძალის შემცირება და ხელებისა და ფეხების სახსრებში აქტიური მოძრაობის შეზღუდვა, ზოგჯერ დამბლის განვითარებამდეც, მენჯის ორგანოების მგრძნობელობისა და ფუნქციის მოშლა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook