ჰემორაგიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰემორაგიული სინდრომი – გამოწვეულია სისხლძარღვთა კედლების მომატებული განვლადობით. მიზეზია იქ მაკროგლობულინების ინფილტრაცია და ასევე სტაზი და მაკროგლობულინების პრეციპიტაცია წვრილ სისხლძარღვებში მათი შემდგომი გასკდომით. ახასიათებს სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან. გვხვდება, მაგალითად ჰალდენსტრემის დაავადების, ღვიძლის ციროზის, ზოგიერთი პარაზიტული დაავადების დროს. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook