ჰიპერვოლემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერვოლემია – ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდა. მიზეზები: ორგანიზმში სითხის ჭარბად შეყვანა, ნატრიუმისა და წყლის გამოსვლის დარღვევა (მაგ. გულის დაავადებების დროს). ვლინდება სხეულის მასის გაზრდით, შარდვის შემცირებით, ხშირად შეშუპებების გაჩენით, არტერიული წნევის მომატებით. მკურნალობა ითვალისწინებს დიეტას წყლისა და მარილის შეზღუდვით, შარდმდენების გამოყენებას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook