✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
მაღალი ქოლესტერინის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები გამოწერით ,,ამაზონიდან”
ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი
ჰიპერქოლესტერინემია ოჯახური – (hypercholesterinaemia familiaris; სინ.: ჰიპერქოლესტერინემია ოჯახური იდიოპათიკური, ჰიპერქოლესტერინემია ოჯახური ესენციური) – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ქოლესტერინის ცვლის მოშლით და ხასიათდება მაღალი ჰიპერქოლესტერინემიით.
ვლინდება კანის და მყესების ქსანთომებით, ნაადრევი ათეროსკლეროზით; გადაეცემა არასრულად დომინანტური ტიპით.
რისკ-ფაქტორები:
- ოჯახში ამ დაავადების ისტორია
- გულის შეტევები ადრეულ ასაკში (ნათესავებში)
- დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაღალი დონე ერთ-ერთ, ან ორივე მშობელთან (განსაკუთრებით, თუკი ის მდგრადია მედიკამენტოზური თერაპიისადმი)
გამოვლინება
სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე თავისთავად არანაირ სიმპტომებს არ იწვევს და პაციენტი მხოლოდ სისხლის ანალიზის შემდეგ გებულობს პრობლემის შესახებ.
შესაძლო სიმპტომები
- სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე
- ქოლესტერინის ჩანართები მუხლებზე, იდაყვებზე და დუნდულოებზე – ქსანთომები.
- სტენოკარდია
- ინფარქტები ადრეულ ასაკში
ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მექანიზმი
ქოლესტერინის მიტანა უჯრედებამდე სისხლის მეშვეობით ხდება. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მოლეკულები უკავშირდებიან განსაკუთრებულ უჯრედულ რეცეპტორებს. ამ რეცეპტორების მეშვეობით ქოლესტერინი აღწევს უჯრედში და ასრულებს თავის ბიოლოგიურ ფუნქციას. აღნიშნული უჯრედული რეცეპტორების კოდირება ხდება მე-19 ქრომოსომაში არსებული ე. წ. LDLR-გენით.
ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს პაციენტს მემკვიდრეობით გადაეცემა LDLR-გენის მუტაცია, რაც არღვევს ქოლესტერინული რეცეპტორების განვითარებას, მათ რაოდენობასა და სტრუქტურას.
იმის გამო, რომ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს უჯრედები ვეღარ ითვისებენ, სისხლის შრატში მატულობს მათი დონე. სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიოდების მაღალი დონე იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას, რაც თავის მხრივ მიზეზია ინფარქტის და რიგი სხვა დაავადებებისა.
დიაგნოსტირება:
- ფიზიკური დათვალიერება
- სისხლის ანალიზი ქოლესტერინზე
- გულის გამოკვლევა (სტრეს-ტესტი)
- გენეტიკური ანალიზი
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”
..