ჰიპოპოლივიტამინოზები, პოლიავიტამინოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპოპოლივიტამინოზები, პოლიავიტამინოზები – ჰიპოპოლივიტამინოზები, პოლიავიტამინოზები გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე ერთ  –  ერთი ვიტამინის იზოლირებული შეფარდებითი ან სრული უკმარისობა. ჰიპოვიტამინოზებისა და პოლიავიტამინოზებისა პათოგენეზში საჭიროა გავითვალისწინოთ ზოგიერთი ვიტამინების ურთიერთზეგავლენა, მათ სინერგიზმი და ანტაგონიზმი. კლინიკური სურათი პოლიმორფულია, მაგრამ ძირითადად ვლინდება იმ ვიტამინების უკმარისობის სიმპტომებით, რომელთა ორგანიზმში შესვლა და უტილიზაცია განსკუთრებითაა დარღვეული. განსაკუთრებით ხშირია სისუსტე, მეხსიერების, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება, ქოშინი ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვის დროს. მკურნალობა. ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელიც იწვევს შეწოვის დარღვევის სინდრომს, ინიშნება ვიტამინური პრეპარატები, ვიტამინის პარენტერალური შეყვანა. პროფილაქტიკა. კუჭ – ნაწლავის ტრაქტის თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომლის დროსაც ირღვევა საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების შეწოვა; ვიტამინოთერაპიის ჩართვა საჭმლის მონელებელი ტრაქტის ქრონიკული დაავადებების მკურნალობის კურსში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook