ჰისტეროსალპინგოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰისტეროსალპინგოგრაფია – რენტგენოდიაგნოსტიკის მეთოდი: საშვილოსნოს ღრუსა და მილების ვიზუალიზაცია რენტგენოგრაფიით საშვილოსნოს ღრუში წყალში ხსნადი საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის შემდეგ. იყენებენ უპირატესად ქალის უნაყოფობის მიზეზის დასადგენად.

გაფრთხილება!


(2) ჰისტეროსალპინგოგრაფია  – საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა. სპეციალური ნივთიერების შეყვანის შემდეგ საშოსა და საშვილოსნოს ყელის არხის საშუალებით. განსაზღვრავს საშვილოსნოს მილების გამავლობას.