ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ჰეკატერომერული უჯრედები – (cellulae hecateromericae ლათ. hecate – ასი; აქ – ბევრის მნიშვნელობით, და meros – ნაწილი) ზურგის ტვინის ნერვული უჯრედები, რომელთა ზოგიერთი მორჩი კონტაქტშია რუხი ნივთიერების იმავე ნახევარში მდებარე ნეირონებთან, ზოგიერთი კი რუხი ნივთიერების საპირისპირო ნახევარში გადის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)