ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ხელმძღვანელი – (ფსიქოლოგია) პირი, რომელზედაც ოფიციალურად დაკისრებულია კოლექტივის მართვის ფუნქციები და მისი მოქმედების ორგანიზაცია. ხელმძღვანელი იღებს იურიდიულ პასუხისმგებლობას კოლექტივის ფუნქციონირებაზე, იმ ინსტაციის წინაშე რომელმაც იგი დანიშნა და გააჩნია მკაცრად განსაზღვრული სანქციონირების შესაძლებლობები – ხელქვეითების დასჯა და წახალისება, მათი აქტივობაზე ზემოქმედების მიზნით. განსხვავებით ლიდერისაგან, ხელმძღვანელს გააჩნია ფორმალურად რეგლამეტირებული უფლებები და ვალდებულებები, ასევე წარმოადგენს ჯგუფს (კოლექტივს) სხვა ორგანიზაციებში.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა