ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ჰეტეროქრომატიზაცია – (heterochromatisatio იხ. ჰეტეროქრომატინი) ქრომოსომის ან მისი ცალკეული უბნის მდგრადი სპირალიზებული მდგომარეობა, რომელიც ყველაზე მეტად ახასიათებს ქრომოსომების ჰეტეროქრომატულ რაიონებს – ავტოსომებსა და ჭარბ X – ქრომოსომებს. ამ ტერმინის სინონიმია ჰეტეროპიკნოზი . ქრომოსომების სპირალიზაციას ჰეტეროპიკნოზის (ან ჰეტეროქრომატიზაციის) მოვლენებით თან სდევს მათი გამოთიშვა მეტაბოლური პროცესებიდან.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა