ჰომოგამეტები – (homogametae ბერძნ. homos – ერთნაირი, მსგავსი და იხ. გამეტები) სასქესო უჯრედები ერთნაირი სასქესო ქრომოსომებით (მაგ., ძუძუმწოვართა და ადამიანის მდედრობითი სასქესო უჯრედები, რომლებიც შეიცავენ X – ქრომოსომას, სპერმატოზოიდებისგან განსხვავებით, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ X – ან Y – ქრომოსომა). ტერმინი შემოიღო ვილსონმა (1910). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
..