ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ჰურლერის სინდრომი – (G. Hurler, გერმ. პედიატრი) მუკოპოლისაქარიდოზის ტიპი; ვლინდება დერმატანსულფატისა და ჰეპარანსულფატის მომატებული ექსკრეციით, ჩონჩხის მკვეთრი დეფორმაციით, ჰეპატოსპლენომეგალიით, მძიმე ოლიგოფრენიით, რქოვანას შემღვრევით, ქრონიკული ბრონქოპნევმონიით.
..