დაბალკალორიული პროდუქტები

დაბალკალორიული პროდუქტები

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ

დაბალკალორიული პროდუქტები

 

მეცნიერებმა დიეტოლოგებთან ერთად შეადგინეს 10 ყველაზე დაბალკალორიული პროდუქტების სია. სიაში მოხვდნენ სრულიად განსხვავებული პროდუქტები, დაწყებული ბანანიდან, დამთავრებული გამომცხვარ კარტოფილამდე, – იუწყება NewsMe.com.ua, ჟურნალ “LadyHealth “ მიხედვით. აი, ასე გამოიყურება ყველაზე დაბალკალორიული და ამასთანავე სასარგებლო პროდუქტების რეიტინგი:

1. სტაფილო

მასში შემავალი კაროტინი საკმაოდ ადვილად ასათვისებელია და ამასთანავე იცავს ადამიანს ახლომხედველობისაგან. სტაფილო შესანიშნავად მოქმედებს კანსა და თმებზე.

2. ბანანი

სეროტინისა (ბედნიერების ჰორმონის) და ფოსფორის მთავარი წყაროა. ბანანი ეფექტურად კლავს შიმშილის გრძნობას.

3. ზეთისხილი

მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს. ზეთისხილი გვეხმარება წონის დაკლებაში; დადებითად მოქმედებს მოდუნებულ კანზე.

4. კიტრი

მასში ოპტიმალური თანაფარდობითაა თუთია, პროტეინი და კალციუმი. დადებითად მოქმედებს ფრჩხილებზე.

5. შოკოლადი

დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები, რომლებსაც პირველ რიგში შეიცავს კაკაოს ზეთი. ანტიოქსიდანტები ააქტიურებენ იმუნურ სისტემას 100%-ით. შოკოლადი არამარტო გემრიელი ნუგბარია, არამედ ძალზე სასარგებლო პროდუქტიც, რომელიც ეხმარება ტვინს მუშაობაში.

6. ჟოლო

ცნობილია, რომ ჟოლოში დიდი რაოდენობითაა აცეტილსალიცილის მჟავა, რის გამოც იგი იდეალურ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად ითვლება.

7. გამომცხვარი კარტოფილი

შეიცავს ნივთიერებათა ცვლის რეგულატორებს, რომლებიც ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონესა და გვეხმარებიან წონის დაკლებაში. გამომცხვარი კარტოფილი ასევე შეიცავს სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც არეგულირებს საჭმლის მონელებას.

8. ნუში

მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, B ვიტამინითა და კალციუმით. გარდა ამისა, ეფექტური მატონიზირებელი საშუალებაა.

9. ბროკოლი

ძალზე მდიდარია მაგნიუმით, რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მოქმედებისათვის; ამავე დროს მაგნიუმი თავის ტვინის მოქმედების მასტიმულირებელი საშუალებაცაა

10. ორაგულიანი ბუტერბროდი

შეგმატებთ ენერგიას, ერთდროულად მიიღებთ ნახშირწყლებსა და ცილებს.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში