ბოსტნეულის დიეტა

ბოსტნეულის დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ

ბოსტნეულის დიეტა

ბოსტნეულიდიეტა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო დიეტად ითვლება და ამაში გასაოცარი არაფერია – მასში ბევრი ვიტამინი და ცოტა კალორიაა. ბოსტნეულის დიეტით წონაში დაიკლებთ 6 კილომდე და ამასთან თავს მშვენივრად იგრძნობთ. სპეციალისტები თვლიან, რომ ბოსტნეულიდიეტა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ათეროსკლეროზის, სიმსუქნის, ნაწლავების დისფუნქციისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის საუკეთესო პროფილაქტიკაა.

ერთი თვის განმავლობაში (უფრო დიდხანს დიეტოლოგები არ გვირჩევენ) ბოსტნეულიდიეტის დაცვით, წონაში დაიკლებთ 2-დან 6 კილოგრამამდე.

მთავარი ამ დიეტის დროს ისაა, რომ ყოველდღიურად უნდა მიირთვათ დაახლოებით 1,5 კგ ნებისმიერი ბოსტნეული – კიტრი, პომიდორი, სტაფილო და ჭარხალი, კარტოფილი, კომბოსტო, ტკბილი წიწაკა, სალათა, ყაბაყი, ბროკოლი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, გოგრა, ლობიო, მწვანე ბარდა, ნიახური, ოხრახუში. შეიძლება მათი გამოყენება სხვადასხვა სალათებში, მსუბუქ სუფებსა და წვენებში. კვირაში 2-ჯერ შეგიძლიათ მენიუს გამრავალფეროვნება უცხიმო რძით, ხაჭოთი, იოგურტით ან კეფირით.

საკვები უნდა მიიღოთ დღეში 4-5-ჯერ, დაახლოებით 3 საათიანი ინტერვალებით; წყალი – 10-12 ჭიქა, ან უშაქრო მწვანე ჩაი.

ბოსტნეულის დიეტის 1 ვარიანტი (მკაცრი):

საუზმე: სალათა – გახეხილ სტაფილოს შევურევთ შვრიისა და სიმინდის ბურბუშელას, დავასხმათ უცხიმო იოგურტს.

მეორე საუზმე: კიტრი სადილი: ნებისმიერი ბოსტნეულისაგან მომზადებული სალათა, მაგალითად – მწვანე სალათა და 2 ცალი მოხარშული კარტოფილი, ზეთი ან არაჟანი, ჭვავის პურის ნაჭერი.

სამხარი: წითელი ბულგარული წიწაკა.

ვახშამი: ნებისმიერი ბოსტნეულის სალათა ზეთით.

ბოსტნეულის დიეტის 1 ვარიანტი (შედარებით მსუბუქი):

საუზმე: ½ ბრიკეტი ხაჭო (125 გ), ბოსტნეულის სალათა, 1-2 ნაჭერი პური, ჩაი ან ყავა.

მეორე საუზმე: 1-2 ცალი რაიმე ხილი და მწვანე ბოსტნეული (ბულგარული წიწაკა, კიტრი)

სადილი: უცხიმო სუფი, ინდაურის წითელი ხორცი , საქონლის მჭლე ხორცი . 2 კვირაში ერთხელ შეიძლება მიირთვათ ტაფაზე შემწვარი ღვიძლი (მინიმალურად უცხიმო), გარნირად – 3 სუფრის კოვზი მწვანე ბარდა და ბოსტნეულის სალათა.

ვახშამი: 1-2 ცალი ნებისმიერი ხილი, ნაკლებცხიმიანი იოგურტი, 1-2 ნაჭერი პური, ნებისმიერი ბოსტნეული 1 ჩაის კოვზი ზეთის დამატებით, 125 გრ ხაჭო.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში


..