ბევრ დაავადებას, რომელთა სამკურნალოდ უცხოეთში წასვლა იყო საჭირო ეხლა საქართველოშიც კურნავენ. მაგრამ მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება და ყოველთვის არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც ჯერ კიდევ არაა საქართველოში. შესაბამისად, საჭირო ხდება უცხოეთში დიაგნოზის დასმისა და მკურნალობისათვის წასვლა.
რისთვის მიდიან უცხოეთში? სტატისტიკა ასე გამოიყურება:
– ონკოლოგიური დაავადებები – 40 % >>>
– ნევროლოგია -10 % >>>
– ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაცია – 8 % >>>
– ორთოპედია, საყრდენ -მამოძრავებელი სისტემა – 8 % >>>
– ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია – 6 % >>>
საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.
საერთო რაოდენობაში 1 %-ზე ნაკლებია, მიმართვიანობები უშვილობის პრობლემებზე, მეანობაზე, ენდოკრინულ დაავადებებზე, სისხლძარღვთა დაადებებზე, ოფთალმოლოგიაზე. პლასტიკურ ქირურგიაში ეტანებიან ძალიან ელიტარულ უცხოურ კლინიკებს.
მთლიანობაში ეს სტატისტიკა მუდმივად იცვლება. საქართველოში ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს და მოსახლეობა მათზე აღარ მიმართავს უცხოეთs. მეორეს მხრივ- მდიდარი ქვეყნები უფრო ახალ ტექნოლოგიებს ითვისებენ და ეხლა მათზეა ჩვენგან მიმართვა. ეს მუდმივი პროცესია.
ჩვენი რჩევაა – უცხოური კლინიკის შერჩევისას, მიმართეთ მხოლოდ სპეციალიზებულ ორგანიზაციებს. კერძო პირებისაგან განსხვავებით, ისინი ერთ კლინიკაზე არ მუშაობენ, აქვთ დიდი არჩევანი და ისინი დაგეხმარებიან ხარისხითა და ფასით სწორი არჩევანის გაკეთებაში.
ქვემოთ, არის საკონტაქტო ფორმა. თუკი უცხოეთში გსურთ კონსულტირება, დიაგნოსტირება ან
მკურნალობა შეავსეთ ეს ფორმა. თქვენი შეკითხვა მიუვა ფაქტიურად ყველა სპეციალიზებულ ფირმას, რომლებიც სამედიცინო ტურიზმის სფეროში მუშაობენ. ისინი, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება გიპასუხებენ.
დისტანციური კონსულტაციების მისაღებად, პირველი შეკითხვის გასაგზავნად საჭიროა შეავსოთ ფორმა
.
სარკე: https://netclinica.medgeo.net/მკურნალობა-უცხოეთში-2/
.