ცილოვანი დიეტები

ცილოვანი დიეტები

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 


ცილოვანი დიეტები

1. ცილოვანი დიეტა ღვინით
2. ცილოვანი დიეტა წონის სწრაფად დასაკლებად
3. ცილოვანი დიეტა რძის პროდუქტებით
4. ცილოვანი დიეტა ცელულიტის წინააღმდეგ

1. ცილოვანი დიეტა ღვინით

დიეტა შეიმუშავეს ფრანგმა დიეტოლოგებმა და მცირე ხანში დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში. სადილზე უნდა დალიოთ თეთრი ან წითელი ღვინო (პატარა ჭიქით); მცირე დოზით ღვინო არ იწვევს თრობას და დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. ღვინო ეწინააღმდეგება ნახშირწყლების სისხლში გადასვლას, ახანგრძლივებს ცილების გადამუშავებას, გამომდინარე აქედან – აქვეითებს მადას, რის გამოც თქვენ ნაკლებს ჭამთ.
ამასთან წითელი ღვინო – ქალებისათის 25 გრამი და მამაკაცებისათვის 30 გრამი – აუმჯობესებს გულის მუშაობასა და სასარგებლოა სისხლისათვის, რომელშიც არასაკმარისად არაა საკვები ნივთიერებები. სისხლი უკეთ ითვისებს საკვებ ნივთიერებებს და უკეთ გამოყოფს ცვლის პროდუქტებს.
ყოველდღიურად, ცილოვანი საკვების მიღებისას, აუცილებელია ანანასის პატარა ნაჭერის მიღება. ეს ეგზოტიკური ხილი შეიცავს ფერმენტ ბრომელინს, რომელიც ბოლომდე, უნაშთოდ ამუშავებს ცილას. ამასთან ანანასი დაგეხმარებათ სწრაფად დანაყრებაში.

ორშაბათი:

საუზმე: 1 ჭიქა კეფირი, 1 გრენკა;
სადილი: 100 გრამი მოხარშული ხორცი , 100 გრამი ახალი ბოსტნეულის სალათა (ზეთმოსხმული), 25-30 გრამი წითელი ღვინო.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული სოკო, ანანასის პატარა ნაჭერი, 150 გრამი ახალი კომბოსტოს სალათა ხახვითა და მწვანე ბარდით (ზეთმოსხმული).

სამშაბათი:

ცილოვანი დიეტებისაუზმე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი 1 ცალი უმი კვერცხის ცილით, 2-3 პეჩენია ან 1 გრენკა.
სადილი: 150 გრამი მოხარშული ღორის ხორცი , 150 გახეხილი სტაფილოს სალათა არაჟნით, 25-30 გრამი წითელი ღვინო.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ღორის ხორცი , 200 გრამი ხილის სალათა – ვაშლი, ფორთოხალი, მარწყვი, ანანასი, გარგარი და სხვ. 1 ჭიქა ვაშლის წვენი.

ოთხშაბათი:

საუზმე: 100 გრამი უცხიმო ხაჭო. 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა.
სადილი: 150 გრამი მოხარშული ქათამის ხორცი , 150 გრამი ახალი პომიდვრის სალათა ხახვითა და არაჟნით, 25-30 გრამი წითელი ღვინო.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ქათამის ხორცი , ანანასის პატარა ნაჭერი, 150 გრამი მოხარშული ბოსტნეულის სალათა, ზეთმოსხმული; პატარა ნაჭერი შავი პური.

ხუთშაბათი:

საუზმე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი 1 ცალი უმი კვერცხის ცილით; 3 პეჩენია ან 1 გრენკა.
სადილი: უცხიმო ხორცი ს ბულიონზე მომზადებული 1 თეფში ბოსტნეულის სუპი, 100 გრამი მოხარშული ხორცი , 25-30 გრამი თეთრი ღვინო.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული თევზი, ანანასის პატარა ნაჭერი, 1 ვაშლი, 1 ჭიქა ანანასის წვენი.

პარასკევი:

საუზმე: 1 ჭიქა კეფირი, 3 პეჩენია ან 1 გრენკა.
სადილი: 100 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი , 150 გრამი უმი ბოსტნეულის სალათა, ზეთმოსხმული; 25-30 გრამი ღვინო.
ვახშამი: 100 გრამი მოხარშული თევზი, ანანასის პატარა ნაჭერი, 1 ვაშლი, 1 ფორთოხალი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.

შაბათი:

საუზმე: 100 გრამი ყველი, 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა.
სადილი: 100 გრამი მოხარშული ხორცი , 100 გრამი მოხარშული ჭარხლის სალათა შავი ქლიავითა და არაჟნით; 25-30 გრამი წითელი ღვინო.
ვახშამი: 100 გრამი მოხარშული თევზი, 2 ცალი მოხარშული კარტოფილი, ანანასის პატარა ნაჭერი, 1 ფორთოხალი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.

კვირა:

საუზმე: 1 თეფში წიწიბურა რძით.
სადილი: 150 გრამი მოხარშული ხორცი , 150 გრამი უმი ბოსტნეულის სალათა, ზეთმოსხმული; 15-30 გრამი წითელი ღვინო.
ვახშამი: 100 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი , ანანასის პატარა ნაჭერი, 1 ცალი მოხარშული კარტოფილი, 1 ცალი ვაშლი, 1 ჭიქა ვაშლის წვენი.

აღსანიშნავია, რომ უმი კვერცხის დალევა ერთიანად არ შეიძლება. გული შეიცავს H ვიტამინს, რომელიც აუცილებელია სანერწყვე ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის; ცილა ანადგურებს ამ ვიტამინს. ამიტომ უმი ცილა და გული უნდა მიიღოთ ცალკ-ცალკე.


2. ცილოვანი დიეტა წონის სწრაფად დასაკლებად

ცილოვანი დიეტა დაგეხმარებათ წონის სწრაფად დაკლებაში, განსაკუთრებით თუკი ეწევით ცხოვრების აქტიურ წესს და თქვენი ფიზიკური აქტივობის დონე მაღალია. ამ სქემის დახმარებით ორ კვირაში 3-დან 8 კგ-მდე შეძლებთ წონაში დაკლებას. დიეტის ძირითადი პირობა თანამიმდევრობის ზუსტი დაცვაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორი კვების რეჟიმი გექნებათ ამ ორი კვირის დამთავრების შემდეგ. აუცილებელია მარილის, შაქრის, კრემიანი და სხვა სახის ნამცხვრების, ალკოჰოლის ზომიერად მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში წონაში ისევ სწრაფად მოიმატებთ.

ორკვირიანი სქემა

ორშაბათი: (პირველი დღე, იგივე მე-14, კვირა)
საუზმე: ჩაი ან შავი ყავა
სადილი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტოს სალათა, ზეთმოსხმული; 1 ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი.
სამშაბათი: (იგივე მე-13 დღე, შაბათი)
საუზმე: ჩაი ან ყავა, ორცხობილა.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, კომბოსტოს სალათა, ზეთმოსხმული.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ხორცი ძროხის, კეფირი.
ოთხშაბათი: (იგივე მე-12 დღე, პარასკევი)
საუზმე: ჩაი ან შავი ყავა, ორცხობილა.
სადილი: 1 ცალი დიდი ზომის ზეთში შემწვარი ყაბაყი, ვაშლი. ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ხორცი ძროხის, 1 ჭიქა კეფირი.
ხუთშაბათი: (მე-11 დღე, ხუთშაბათი)
საუზმე: ჩაი ან ყავა
სადილი: 1 ცალი უმი კვერცხი, 3 ცალი დიდი ზომის მოხარშული სტაფილო, ზეთმოსახმული; 15 გრამი ყველი. ვახშამი: ხილი.
პარასკევი: (იგივე მე-5 დღე, იგივე მე-10 დღე, ოთხშაბათი).
საუზმე: უმი სტაფილო ლიმონის წვენით.
სადილი: საშუალო ზომის მოხარშული ან შემწვარი თევზი, 1 ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ხილი.
შაბათი: (იგივე მე-6 დღე, იგივე მე-9 დღე, სამაბათი).
საუზმე: ჩაი ან ყავა
სადილი: ½ მოხარშული ქათმის ხორცი , ახალი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათა.
ვახშამი: 2 ცალი კვერცხი მაგრად მოხარშული, 1 ჭიქა გახეხილი სტაფილო ზეთმოსხმული.
კვირა: (იგივე მე-7 დღე, იგივე მე-8, ორშაბათი)
საუზმე: ჩაი
სადილი: 200 გრამი მოხარშული ხორცი ძროხის.
ვახშამი: ზემოთ მოყვანილი ვახშმიდან, მიირთვით რაც გნებავთ, გარდა მე-3 დღის ვახშმისა.
მე-8 დღიდან მენიუ მეორდება პირუკუ მიმართულებით (მე-8 დღიდან დაწყებული)

ყურადღება! ცილოვანი დიეტის დაცვის ას აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ იგი უკუნაჩვენებია თირკმლების დაავადებების (ფუნქციის დარღვევეით), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების (ქრონიკული პანკრეატიტი, კოლიტი, გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი, დისბაქტერიოზი), და პოდაგრის დროს.


3. ცილოვანი დიეტა რძის პროდუქტებით

ორშაბათი:
საუზმე: 1 ჭიქა კეფირი, 2 პეჩენია. მეორე საუზმე: 70 გრამი ყველი, 1 ჭიქა ვაშლის წვენი. სადილი: 100 გრამი მოხარშული ხორცი , 150 გრამი ახალი ბოსტნეულის სალათა არაჟნით. ვახშამი: 150 გრამი ხაჭო, 200 გრამი ხილის სალათა (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, გარგარი და სხვ.) ძილის წინ: 1 ჭიქა კეფირი.
სამშაბათი:
საუზმე: 100 გრამი ყველი, 100 გრამი ახალი კომბოსტოსა და მწვანე ბარდის სალათა. უშაქრო ჩაი ან რძიანი ყავა. მეორე საუზმე: 2 ხაჭოს ხინკალი. სადიული: 100 გრამი მოხარშული თევზი, 100 გრამი ახალი ბოსტნეულის სალათა, ზეთმოსხმული; 1 ჭიქა ვაშლის წვენი. ვახშამი: 2 ხაჭოს ხინკალი, 1 ფორთოხალი, 1 ვაშლი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი. ძილის წინ: 1 ჭიქა კეფირი.
ოთხშაბათი:
საუზმე: 1 ჭიქა კეფირი, 1 გრენკა. მეორე საუზმე: 70 გრამი ყველი, 1 ცალი ფორთოხალი. სადილი: 150 გრამი მოხარშული ხორცი , 150 გრამი სალათა მოხარშული ჭარხლით, შავი ქლიავითა და 1 სუფრის კოვზი არაჟნით შეზავებული. ვახშამი: 2 ხაჭოს ხინკალი, 200 გრამი ხილის სალათა. 1 ჭიქა ვაშლის წვენი. ძილის წინ: 1 ჭიქა კეფირი.
ხუთშაბათი:
საუზმე: 1 ხაჭოს ხინკალი. ჭიქა უშაქრო ჩაი ან რძიანი ყავა. მეორე საუზმე: 70 გრამი ყველი. 1 ჭიქა ვაშლის წვენი. სადილი: 150 გრამი მოხარშული თევზი, 2 მოხარშული კარტოფილი, 1 ვაშლი. ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ხორცი , 2 მოხარშული კარტოფილი, 1 ვაშლი. ძილის წინ: 1 ჭიქა კეფირი.
პარასკევი:
საუზმე: წიწიბურა რძით. მეორე საუზმე: 100 გრამი ხაჭო. 1 ჭიქა ჩაი. სადილი: 100 გრამი ყველი, 200 გრამი ახალი ბოსტნეულის სალათა, ზეთმოსხმული. 1 ჭიქა ვაშლის წვენი. ვახშამი: ხორცი ძროხისს ან ქათმის სუსტ ბულიონზე მომზადებული ბოსტნეულის სუპი, 1 სუფრის კოვზი არაჟნით, 100 გრამი მოხარშული წიწილის ხორცი . ძილის წინ: 1 ჭიქა მაწონი.
შაბათი:
საუზმე: 100 გრამი ხაჭო. 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან რძანი ყავა. მეორე საუზმე: 150 გრამი გახეხილი სტაფილო, მცირე რაოდენობის არაჟანით შეზავებული. სადილი: 150 გრამი მოხარშული ხორცი , 150 გრამი სალათა – ახალი კომბოსტო, მწვანე ბარდა, ხახვი, ბულგარული წიწაკა – არაჟნით შეზავებული. ვახშამი: 2 ყველიერი, 100 გრამი ხილის სალათა. 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი. ძილის წინ: 1 ჭიქა მაწონი.
კვირა:
საუზმე: 1 ჭიქა კეფირი, 2 პეჩენია. მეორე საუზმე: 70 გრამი ყველი, 1 ჭიქა ვაშლის წვენი. სადილი: 150 გრამი მოხარშული ხორცი , 2 მოხარშული კარტოფილი, 1 ცალი ვაშლი. ვახშამი: 100 გრამი ყველი, 100 გრამი ახალად კომბოსტო ლიმონის წვენით. 1 ჭიქა ვაშლის წვენი ძილის წინ: 1 ჭიქა კეფირი.


4. ცილოვანი დიეტა ცელულიტის წინააღმდეგ

დიეტის მიხედვით, 14 დღის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ მარილი, შაქარი, ალკოჰოლი, საკონდინტრო ნაწარმი. კვებათა შორის პერიოდებში შეზღუდავად შეგიძლიათ მიირთვათ მინერალური წყალი.

პირველი დღე:
საუზმე: შავი ყავა.
სადილი: 2 კვერცხი (მაგრად მოხარშული), ახალი კომბოსტოს სალათა ზეთმოსხმული, 1 ჭიქა ტომატის წვენი ან პომიდორი.
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ახალი კომბოსტოს სალათა, ზეთმოსხმული.
მეორე დღე:
საუზმე: შავი ყავა, ორცხობილა.
სადილი: თევზი, ახალი კომბოსტოს სალათა, ზეთმოსხმული.
ვახშამი: მოხარშული ხორცი ძროხის (200 გრამი), 1 ჭიქა კეფირი.
მესამე დღე:
საუზმე: შავი ყავა, ორცხობილა.
სადილი: ზეთში მოთუთქული სტაფილო, ვაშლი ან მანდარინი.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული ხორცი ძროხის (200 გრამი), ახალი კომბოსტოს სალათა, ზეთმოსხმული.
მეოთხე დღე:
საუზმე: შავი ყავა, ორცხობილა.
სადილი: 3 მოხარშული სტაფილო ზეთით, 15 გრამი გახეხილი ყველი.
ვახშამი: ხილი (ვაშლი, მსხალი).
მეხუთე დღე:
საუზმე: უმი გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით, 1 ჭიქა ტომატის წვენი.
სადილი: შემწვარი თევზი (500 გრამი), 1 ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: თევზი ახალი კომბოსტოს სალათით, ზეთმოსახმული.
მეექვსე დღე:
საუზმე: შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული წიწილა, ახალი კომბოსტოს სალათა ზეთით.
ვახშამი: 1 მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა გახეხილი სტაფილო (უმი) ზეთით.
მეშვიდე დღე: საუზმე: ჩაი.
სადილი: მოხარშული ხორცი ძროხის (200 გრამი), ნებისმიერი ხილი.
ვახშამი: ნებისმიერი ზემოთ მოყვანილი დღის რაციონი, გარდა მესამე დღისა.
დაწყებული მე-8 დღიდან მე-13 დღემდე დიეტა მეორდება.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტმაღაზიებში


.