ორსულობის 26-ე კვირა

ორსულობის 26-ე კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 


ორსულობის 26-ე კვირა – ორსულობის 26-ე (ოცდამეექვსე) კვირას შენი ბავშვი 32,5 სანტიმეტრამდეა გაზრდილი. მისი წონა 800-900 გრამს შეადგენს. პატარა სულ უფრო უკეთ არჩევს ხმებს.
არ დაიზარო და შენი პატარა გაანებივრე კარგი კლასიკური მუსიკით. საერთოდ, დედის მუცელში მყოფთ ძალიან მოსწონთ ვივალდის „წლის დროები“, მოცარტის მელოდიები და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი იკითხე პრენატალური აღზრდის შესახებ.

ფილტვები განვითარებას განაგრძობს.
იგი მცირე დოზებით ისრუტავს სანაყოფე სითხეს და ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის ემზადება. თუ ბიჭს ელოდები, ორსულობის 26-ე (ოცდამეექვსე) კვირას მისი სათესლეები, 2-3 დღის განმავლობაში, ნელ-ნელა თავსდება სათესლე პარკში.
ორსულობის 26-ე (ოცდამეექვსე) კვირაზე ნაყოფის კანი კვლავ თხელი და ნაზია, გააჩნია წითელი ფერი. ნაოჭების სიმრავლის გამო, პატარას თითქოს მოხუცის შესახედაობა აქვს; თუმცაღა, კანქვეშა ცხიმის დაგროვების შედეგად, ნაოჭები თანდათან სწორდება, ფეხები და ხელები კი მრგვალდება. ცხვირისა და ყურების ხრტილები ისევ ძალიან რბილია. ფეხებისა და ხელების ფრჩხილები ჯერაც ვერ აღწევს თითების დაბოლოებებამდე. ელოდე, რომ მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ნაყოფი კვლავ ძალზე აქტიური იქნება. მისი მოძრაობები საკმაოდ ინტენსიური, მაგრამ მოუწესრიგებელია.

როგორ იცვლები შენ

ამ პერიოდში, ანუ 26-ე კვირას, საშვილოსნოში ბევრი თავისუფალი ადგილია, სანაყოფე წყლების მოცულობა 700 გრამს აღწევს და ნაყოფი თავისუფლად გადაადგილდება მასში. საინტერესო დეტალია: ნაყოფის მდებარეობა წამდაუწუმ იცვლება, მაგრამ თავი ყოველთვის მაღლა უჭირავს. ამ დრომდე, ალბათ, არაერთხელ მოგისმენია, თუ როგორ ფეთქავს შენი შვილის გული. როგორც ცნობილია, მისი რიტმი გაცილებით სწრაფია – დარტყმების რაოდენობა 120-დან 160-მდე მერყეობს.
ორსულობის მეორე ნახევარში საშვილოსნო ყოველ კვირას ერთი სანტიმეტრით მაღლა იწევს. 26-ე კვირას იგი ჭიპიდან 6 სანტიმეტრით, ხოლო ბოქვენის ძვლიდან 26 სანტიმეტრით მაღლა მდებარეობს. თუ ორსულობის გასული პერიოდის განმავლობაში დიეტა გონივრულად გქონდა დაბალანსებული, წონაში ნამატი 7,2-დან 9,9 კილოგრამამდე მერყეობს.
ამავე პერიოდში, შესაძლოა, წნევამ ცოტა აიწიოს და ფეხმძიმობამდე არსებულ მაჩვენებელს მიუახლოვდეს.

პრეეკლამპსია

როგორც წესი, პრეეკლამპსიას ადგილი აქვს მესამე ტრიმესტრში (იგი ემართება მომავალი დედების 3-7 პროცენტს); შენთვის აუცილებელია, მისი მოახლოების ნიშნები დროულად ამოიცნო: ეს არის სახისა და ხელების შეშუპება, მკვეთრი მომატება წონაში (ორგანიზმში სითხის დაგროვების გამო), თვალების ამღვრევა და წირპლის გაჩენა, თავის ტკივილის ძლიერი შეტევა ანდა ტკივილი მუცლის არეში. ე.წ. გვიანი ტოქსიკოზის ადრეული გამოვლენა ძალზე მნიშვნელოვანია შენთვის და შენი პატარასთვის.
პერიოდულად ზურგი ხომ არ გტკივა? ესეც იმ ჰორმონების ბრალია, რომლებიც არბილებს შენს მყესებსა და სახსრებს, რომელიც გადაანაცვლებს შენი სხეულის სიმძიმეს.
ამიტომ, აუცილებლად ატარე ბანდაჟი, რომელიც დაგეხმარება წონის სწორად განაწილებაში.
ზოგიერთი ქალი ტკივილს განიცდის-ხოლმე ნეკნებისა და მუცლის ქვემოთ, ბავშვის მოძრაობის დროს. ეს ასე უნდა იყოს? – 26-ე კვირას შენი პატარა ყოველდღიურად მოძრაობს. მისი ბიძგები უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
ამავდროულად, საშვილოსნო იზრდება და აწვება შინაგან ორგანოებს: წვრილ ნაწლავს, შარდის ბუშტს, სწორ ნაწლავს. სწორედ ამის გამო წარმოიქმნება ტკივილი.
შენ მასთან ვერაფერს გააწყობ.
დაწექი გვერდზე და დაისვენე. ეს ამსუბუქებს ორგანოებზე ზეწოლას. თუ მარჯვენა გვერდიდან გრძნობ ტკივილებს, დაწექი მარცხენა გვერდზე და – პირიქით. თუ ეს ზეწოლა აუტანელ ტკივილებს იწვევს, მათი მოთმენა არ შეიძლება – მიმართე შენს ექიმს. ის გეტყვის, რაშია პრობლემა.
იმის მიუხედავად, რომ ამ დროს სერიოზული არაფერი გჭირს, ექიმს მაინც უნდა მიმართო, რათა დარწმუნდე შენი მდგომარეობის უსაფრთხოებაში. მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით


ორსულობის 26-ე კვირა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის 26-ე კვირა
📣 ორსულობის 26-ე კვირას შენი ბავშვი სულ უფრო უკეთ არჩევს ხმებს.
🎼 არ დაიზარო და შენი პატარა გაანებივრე კარგი კლასიკური მუსიკით. საერთოდ, დედის მუცელში მყოფთ ძალიან მოსწონთ ვივალდის „წლის დროები“, მოცარტის მელოდიები და ასე შემდეგ.
🫁 ფილტვები განვითარებას განაგრძობს. იგი მცირე დოზებით ისრუტავს სანაყოფე სითხეს და ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის ემზადება.
⭕️ ორსულობის 26-ე კვირაზე ნაყოფის კანი კვლავ თხელი და ნაზია, გააჩნია წითელი ფერი.
🟡 ნაოჭების სიმრავლის გამო, პატარას თითქოს მოხუცის შესახედაობა აქვს, თუმცაღა, კანქვეშა ცხიმის დაგროვების შედეგად, ნაოჭები თანდათან სწორდება, ფეხები და ხელები კი მრგვალდება.
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ –
#ორსულობა #მშობიარობა #ფეხმძიმობა #ორსულობის26კვირა #26კვირისნაყოფი #ორსულობაკვირებით #ორსულობაკვირებისმიხედვით #26კვირისორსული #ნაყოფისგანვითარება #სასქესოჰორმონები #ნაყოფისზომა #ნაყოფისწონა #ნაყოფისმოძრაობა #ორსულობისსიმპტომები #საორსულობანდაჟები #დიატაორსულებისთვის #პირველიტრიმესტრი #მეორეტრიმესტრი #მესამეტრიმესტრი #ძვლებისგანვითარება #ცხიმისდაგროვება #ორსულთაჯანმრთელობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”