იმპულსური დიეტა მიხეილ გინზბურგისაგან

იმპულსური დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ მიხეილ გინზბურგის იმპულსური დიეტა

იმპულსური დიეტაშეიძლება ითქვას, რომ მიხეილ გინზბურგის იმპულსური დიეტა ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და სწორი დიეტაა გახდომისთვის. რაში მდგომარეობის მისი არსი?
ამ დიეტის არსი საკმაოდ მარტივია: ჯერ ერთი, აუცილებელია ნაკლებცხიმიან კვებაზე გადასვლა.
მეორეც, სისტემატურად უნდა მოვიწყოთ განტვირთვის დღეები.
სისტემატურად – ეს ნიშნავს –
ყოველ მეორე დღეს (განტვირთვის დღეების რაოდენობის გაზრდა არ შეიძლება, რადგან საკვებიდან ვიღებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს და მათი დეფიციტი შეგვექმნება).
შესაძლებელია იმპულსური დიეტის სხვა რეჟიმის დაცვაც: ყოველდღიურად მცირეცხიმიანი სადილი და ამის პარალელურად – განტვირთული სადილი და ვახშამი.
გინზბურგის მიხედვით, განტვირთული დღეები გულისხმობს: 500–600 გრამ ბოსტნეულს,  400 გრამ ხილს, ამას ემატება სპეციალურად დიეტისთვის შემუშავებული საკვები პროდუქტების ნაზავი და სითხე (მინერალურ წყალს, უშაქრო ჩაისა და ყავას) – შეუზღუდავი რაოდენობით.
ისე, შესაძლოა, პროდუქტების სპეციალური ნაზავის გარეშეც გავიდეთ ფონს.
იგი შეიძლება ჩავანაცვლოთ ჩვეულებრივი პროდუქტებით, რომლებიც მდიდარია ცილებით და შეიცავს მცირე რაოდენობით ცხიმს.
ასეთია: მჭლე ძროხის ხორცი  ან თევზი, უცხიმო ხაჭო – დაახლოებით 100 გრამი დღეში.
ამასთან, შეგვიძლია, მსუბუქად დავატკბოთ ჩაი და ყავა (ოღონდ დღე–ღამეში 5 ჩაის კოვზზე მეტი შაქარი არ უნდა მივიღოთ).
მიხეილ გინზბურგის იმპულსური დიეტა საშუალებას იძლევა 2–დან 7 კილომდე დავიკლოთ ერთი თვის განმავლობაში, 5–17 კილოგრამი – 3 თვეში.
წონის კლების ტემპი დამოკიდებულია უმთავრესად განტვირთვის დღეების სიხშირესა და დიეტამდე არსებულ სიმსუქნის ხარისხზე.
მიხეილ გინზბურგის დიეტა კარგია იმით, რომ ადვილი და მოსახერხებელია, არ საჭიროებს ყოველდღიურად კალორიებისა და  ათასგვარი ბალების თვლას.
ამ დიეტის დაცვის შემთხვევაში, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი, ჩვენთვის ხელმისაწვდომი პროდუქტები და სულაც არაა საჭირო ზღვის ან ეგზოტიკური, ძვირადღირებული პროდუქტების შეძენა (თუმცა, არც მათი მიღება იკრძალება, თუ ისინი ნაკლებცხიმიანია).
მიხეილ გინზბურგის დიეტის გადატანა საკმაოდ ადვილია;
დიეტისთვის არასასურველი პროდუქტების ჩამონათვალი არცთუ დიდია, ამასთან, ისინი სრულად არ იკრძალება და შეგვიძლია, ხანდახან საკუთარი თავი გავანებივროთ კიდეც.
ამავე დროს, ე.წ. არასასურველი პროდუქტების შემცვლელიც შეგვიძლია მოვძებნოთ. რაც ყველაზე საყურადღებოა, შეგვიძლია დროდადრო საკუთარ თავს მოდუნების საშუალება მივცეთ.
მაგალითად, რამდენიმე კვირის მანძილზე საერთოდ დავივიწყოთ განტვირთვის დღეები.
დიეტის ავტორი გვეუბნება, რომ ასეთ შემთხვევაში მართალია, წონის კლების პროცესი შეჩერდება, მაგრამ სამაგიეროდ კილოგრამებს  აღარ მოვიმატებთ.
მთავარია, ნაკლებცხიმიანი კვების პრინციპებიდან არ გადავუხვიოთ. დიეტის განახლებისას წონის კლების პროცესი გრძელდება.
იმპულსური დიეტა ხელს უწყობს სწორედ ცხიმოვანი და არა კუნთების ქსოვილების დაკარგვას.
თუ დიეტის დროს ფიზიკურ აქტივობას არ შეამცირებთ და პირიქით, მოუმატებთ, დიდია ალბათობა, რომ თქვენი კუნთები არათუ „დაზარალდება“, არამედ გამაგრდება კიდეც.
გინზბურგის დიეტა უსაფრთხოა ხანგრძლივი დაცვის დროსაც.
ამავე დროს, ხელს უწყობს რაციონალური კვების უნარ–ჩვევების გამომუშავებას.
ამ დიეტის დაცვის შემთხვევაში წონის განმეორებით მატების ალბათობა  ნაკლებია, ვიდრე დიეტების უმრავლესობის შემთხვევაში.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტმაღაზიებში


.