ვაქცინა – პრეპარატი, რომელიც შეიცავს დასუსტებულ ან მკვდარ ინფექციურ (ვირუსულ, ბაქტერიულ და ა.შ.) აგენტს ან მის ცალკეულ კომპონენტებს და რომელიც ატარებს (ადამიანის) ორგანიზმში მოცემული ინფექციისადმი იმუნიტეტის წარმომქმნელი უნარის მქონე ანტიგენურ დეტერმინანტებს; გარდა ამისა, ბოლო დროს გამოჩნდა გენური ინჟინერიით მიღებული ვაქცინები (ასეთი ვაქცინის მაგალითია ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა).
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
.