ნორპრესდონი სუსპენ

  ნორპრესდონი

ნორპრესდონის ზოგადი ინფორმაცია

ნორპრესდონი. Norpresdon. ღებინების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – დომპერიდონი. Domperidone. მწარმოებელი ფირმა – GlaxoSmithKline group of companies (ეგვიპტე).

ნორპრესდონის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ნორპრესდონი. Norpresdon გამოდის 125მლ 5მგ/5მლ სუსპენზიის ფორმით.ყოველი 5 მლ შეიცავს 5 მგ დომპერიდონს.

ნორპრესდონის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ნორპრესდონის ფასები ფარმადეპოში
ნორპრესდონის ფასები ავერსში
ნორპრესდონის ფასები psp-ში
ნორპრესდონის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ნორპრესდონი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ნორპრესდონის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ნორპრესდონის აქტიური ნივთიერება

დომპერიდონი. Domperidone. ქიმიური დასახელება – 5-ქლორ-1-[1-[3-(2,3-დიჰიდრო-2-ოქსო-1H-ბენზიმიდაზოლ-1-ილ)პროპილ]- 4-პიპერიდინილ]-1,3-დიჰიდრო-2H-ბენზიმიდაზოლ-2-ონი. ბრუტო–ფორმულა: C22H24ClN5O2. დომპერიდონს მიაკუთვნებენ ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი: 57808-66-9.

ნორპრესდონის სინონიმები           

დომპერიდონი (KINETICON, GMP, საქართველო),კინეტიკონი (KINETICON, GMP, საქართველო).

ნორპრესდონის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ღებინება
  •  გულისრევა
  •  დისპეპსიური სიმპტომების კომპლექსი, კუჭის შენელებული დაცლით, გასტროეზოფაგალური რეფლუქსით, ეზოფაგიტით (კუჭის გადავსების შეგრძნება, ბოყინი, მეტეორიზმი, კუჭის წვა) განპირობებული
  • ღებინება, ფუნქციონალური ან ორგანული გენეზის (მათ შორის ინფექციებისას, დიეტის დარღვევისას, მედიკამენტოზური ან სხივური თერაპიისას)
  • გულისრევა, ფუნქციონალური ან ორგანული გენეზის  (მათ შორის ინფექციებისას, დიეტის დარღვევისას, მედიკამენტოზური ან სხივური თერაპიისას)
  • ღებინება, გამოწვეული დოფამინის აგონისტებით, (ლევოდოფა, ბრომოკრიპტინი), მათი გამოყენებისას პარკინსონის დაავადების დროს
  • გულისრევა, გამოწვეული დოფამინის აგონისტებით (ლევოდოფა, ბრომოკრიპტინი), მათი გამოყენებისას პარკინსონის დაავადების დროს

ნორპრესდონის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ღებინება, გულისრევა, დისპეპსიური სიმპტომების კომპლექსი, რომლებიც განპირობებულია კუჭის შენელებული დაცლით, გასტროეზოფაგალური რეფლუქსით, ეზოფაგიტით (კუჭის გადავსების შეგრძნება, ბოყინი, მეტეორიზმი, კუჭის წვა);
– ფუნქციონალური ან ორგანული გენეზის ღებინება, გულისრევა (მათ შორის ინფექციებისას, დიეტის დარღვევისას, მედიკამენტოზური ან სხივური თერაპიისას);
ღებინება და გულისრევა გამოწვეული დოფამინის აგონისტებით (ლევოდოფა, ბრომოკრიპტინი), მათი გამოყენებისას პარკინსონის დაავადების დროს.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში:
მწვავე ღებინების ან გულისრევის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება 20 მგ 3-4-ჯერ დღის განმავლობაში და ძილის წინ.
ქრონიკული დისპეფსიური მოვლენებისას პრეპარატი ინიშნება 10 მგ 3-ჯერ დღეში და დამატებით ძილის წინ.
საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ დოზა ორმაგდება.
ბავშვებში:
მწვავე ღებინების ან გულისრევის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება სუსპენზიის სახით გაანგარიშებით 5 მლ/ 10 კგ სხეულის მასაზე 3-4-ჯერ დღეში და ძილის წინ. ქრონიკული დისპეფსიური მოვლენებისას პრეპარატს უნიშნავენ გაანგარიშებით 2.5 მლ/ 10 კგ. სხეულის მასაზე 3-ჯერ დღეში და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ძილის წინ.
შენიშვნა:
ნორპრესდონის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე. ჭამის შემდეგ პრეპარატის მიღებისას აბსორბცია რამდენადმე ნელდება. 5 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ტაბლეტები არ ინიშნება. თირკმლის უკამრისობით ავადმყოფებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება (იხ. ნაწილი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება: აღინიშნა ნაწლავის გარდამავალი სპაზმების ზოგიერთი შემთხვევა. ექსტრაპირამიდული მოვლენები იშვიათად ვლინდება ბავშვებში და მოზრდილებში წარმოადგენს გამონაკლისს; ეს მოვლენები მთლიანად და სპონტანურად შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ვინაიდან ჰიპოფიზს არ გააჩნია ჰემატოენცეფალური ბარიერი, ნორპრესდონს შეუძლია მოახდინოს პლაზმაში პროლაქტინის დონის მომატების ინდუცირება. იშვიათ შემთხვევებში ეს ჰიპერპროლაქტინემია შესაძლოა გამოვლინდეს ნეირო-ენდოკრინული მოვლენებით, როგორიცაა გალაქტორეა და გინეკომასტია. ჰემატოენცეფალური ბარიერის არასაკმარისად განვითარებისას (მაგალითად, ბავშვებში) ან მისი ფუნქციის დარღვევისას შეუძლებელია ნევროლოგიური გვერდითი ეფექტების გამოვლინების შესაძლებლობის მთლიანად გამორიცხვა.
აღწერილია იშვიათი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი და ჭინჭრის ციება.
უკუჩვენება
ნორპრესდონი უკუნაჩვენებია ავადმყოფებისათვის დადგენილი აუტანლობით პრეპარატის მიმართ. ნორპრესდონის მიღება არ შეიძლება, როდესაც კუჭის ფუნქციის სტიმულაცია შესაძლოა სახიფათო იყოს, ე.ი. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენისას, მექანიკური გაუვალობის ან პერფორაციის დროს. ნორპრესდონი ასევე უკუნაჩვენებია ავადმყოფებისათვის ჰიპოფიზის პროლაქტინსეკრეტორული სიმსივნით (პროლაქტინომით).
ორსულობა და ლაქტაცია
დომპერიდონი, შეყვანილი ცხოველებისათვის დოზით 160 მგ/კგ/დღეში, ტერატოგენულ მოქმედებას არ ახდენდა. მაგრამ, უმეტესი სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორპრესდონი ინიშნება მხოლოდ ორსულობის პირველი ტრიმესტრის პერიოდში მხოლოდ მისი თერაპიული აუცილებლობის შემთხვევაში.
ამ დროისათვის არ არსებობს მონაცემები რაიმე ანომალიების განვითარების რისკის შესახებ.
ნორპრესდონი ვლინდება ძუძუთი მკვებავი ვირთაგვების რძეში (ძირითადად მეტაბოლიტების სახით: კონცენტრაციის პიკი 40 მგ/მლ დანიშვნის შემდეგ 2.5 მგ/კგ). ქალებში დომპერიდონის კონცენტრაცია დედის რძეში 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე შესაბამისი კონცენტრაციები პლაზმაში. უცნობია, ახდენს თუ არა რაიმე უარყოფით ზეგავლენას ახალშობილებში. ამიტომ, თუ დედა ნორპრესდონს იღებს, ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
ნორპრესდონის ანტაციდურ ან ანტისეკრეტორულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, საბოლოო პრეპარატები ჭამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული, და არა ჭამამდე, ე.ი. მათი მიღება ნორპრესდონთან ერთად არ შეიძლება.
გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
იმის გამო, რომ სიცოცხლის პირველ თვეებში მეტაბოლური და ჰემატოენცეფალური ბარიერი საკმარისად განვითარებული არ არის, ძუძუს ასაკის ბავშვებში ნებისმიერი პრეპარატი ფრთხილად უნდა დაინიშნოს ძლიერი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ნორპრესდონისათვის ტიპიურია ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების არ არსებობა, რაც ძირითადად წარმოადგენს ჰემატოენცეფალური ბარიერის სუსტად გადალახვის შედეგს, ნევროლოგიური სიმპტომატიკის მთლიანად გამორიცხვა მაინც არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ღვიძლის დაავადებების დროს:
დომპერიდონის ღვიძლში მაღალი მეტაბოლიზმის გათვალისწინებით ნორპრესდონი ფრთხილად უნდა დაინიშნოს ავადმყოფებში ღვიძლის უკმარისობით.
გამოყენება თირკმელის დაავადებების დროს:
ავადმყოფებში თირკმელის მძიმე უკმარისობით (შრატისმიერი კრეატინინი > 6 მგ/100 მლ, ე.ი. > 0.6 მოლი/ლ) დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 7.4-დან 20.8 საათამდე, მაგრამ პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში უფრო მცირე იყო ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ვინაიდან პრეპარატის ძალიან მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, თითქმის არ არის საჭირო ერთჯერადი დოზის კორექცია ავადმყოფებში თირკმელის უკმარისობით.
განმეორებითი დანიშვნისას, შეყვანის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს ერთხელ ან ორჯერ დღე-ღამეში, თირკმელების უკმარისობის სიმძიმის მიხედვით, და ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ჩვეულებრივ, ხანგრძლივი თერაპიისას ავადმყოფები უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად დანიშვნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ნორპრესდონის ანტიდეპრესიულ მოქმედებას. არ შეიძლება ნორპრესდონთან ერთად ანტაციდური და ანტისეკრეტორული პრეპარატების გამოყენება, ვინაიდან ისინი ამცირებენ მის ბიოშეღწევადობას(იხ. ნაწილი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
თეორიულად, ვინაიდან ნორპრესდონს გასტროკინეტიკური მოქმედება გააჩნია, მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ერთდროულად გამოყენებული ორალური პრეპარატების აბსორბციაზე ხანგრძლივი გამონთავისუფლებით ან ენტერული გარსით დაფარულ ტაბლეტებზე. ერთდროული მიღებისას დომპერიდონი არ მოქმედებს პარაცეტამოლისა და დიგოქსინის კონცენტრაციაზე სისხლში.
ნორპრესდონი შესაძლოა ასევე შეთავსებადი იყოს:
– ნეიროლეპტიკებთან, რომელთა მოქმედებას იგი არ აძლიერებს;
– დოფამინის აგონისტებთან (ბრომოკრიპტინი, ლევოდოფა), რომელთა არასასურველ პერიფერიულ ეფექტებს, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები, ღებინება, გულისრევა, იგი თრგუნავს, მათი ძირითადი თვისებების ნეიტრალიზების გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით

Share this...Share on Facebook
Facebook