პრობილაკი
პრობილაკის ზოგადი ინფორმაცია
პრობილაკი. Probilac. ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ბიფიდობაქტერიები + ლაქტობაქტერიები. Bifidobacterium + Lactobacillus. მწარმოებელი ფირმა – Media Corporation (აშშ).
პრობილაკის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
პრობილაკი. Probilac გამოდის კაფსულის ფორმით. ერთი კაფსულა შეიცავს 1*109 ცოცხალ ბაქტერიას: Lactobacillus acidofilus LA-5, Bifidobacterium BB-12. ერთი კაფსულა შეიცავს 180 მგ პრობიოტიკულ ნივთიერებას. დამხმარე ნივთიერებებია: დექსტროზა, კარტოფილის სახამებელი, ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
პრობილაკის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
პრობილაკის ფასები ფარმადეპოში
პრობილაკის ფასები ავერსში
პრობილაკის ფასები psp-ში
პრობილაკის ფასები სხვა აფთიაქებში
ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც პრობილაკი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია პრობილაკის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ mpifarm@gmail.com
პრობილაკის აქტიური ნივთიერებები
ბიფიდობაქტერიები + ლაქტობაქტერიები. ბიფიდობაქტერიებს + ლაქტობაქტერიებს მიაკუთვნებენ ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზების საშუალებების ჯგუფს.
პრობილაკის სინონიმები
ლინექს ფორტე (NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A), ლინექსი ეუბიოტიკი (LINEX eubiotic, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A, სლოვენია).
პრობილაკის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ნაწლავური მიკროფლორის კორეგირება
პრობილაკის საფირმო აღწერიდან
ჩვენებები
ნაწლავური მიკროფლორის მაკორეგირებელი საშუალება
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში:
– ნაწლავის ფლორის ნორმალიზაციისათვის: 1-3 კაფსულა დღეში.
– მოგზაურობის დროს: 1 კაფსულა დღეში სამჯერ. მისი მიღება იწყება მოგზაურობამდე 2 დღით ადრე და გრძელდება ორი დღე დაბრუნების შემდეგ.
– ნაწლავის ფლორაზე ანტიბიოტიკებს ნეგატიური მოქმედების თავიდან ასაცილებლად: 2-3 კაფსულა დღეში (ანტიბიოტიკოთერაპიის დროს პრეპარატი უნდა დაინიშნოს 3 საათში ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ). პრობილაკის მიღება უნდა გაგრძელდეს კიდევ ერთი კვირა ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
ბავშვებში:
0-დან 3წლამდე 1 კაფსულა ერთხელ დღეში – კაფსულა შეიძლება გაიხსნას შაქრიან წყალში ან მოეყაროს საკვებს; 3-დან 12 წლამდე: 1-2 კაფსულა დღეში. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადები
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25oC – ზე დაბალ ტემპერატურაზე ქარხნულ შეფუთვაში.
შენახვის ვადა 2 თვე. ნუ გამოიყენებთ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ