ნიმესილი

თურმანიძის მალამო

ნიმესილი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნიმესულიდი/nimesulide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

1. ნიმესილის® აღწერა და გამოყენება
ნიმესილი®  არის  არასტეროიდული  ანთების  საწინააღმდეგო  საშუალება (~აასს~)  ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. გამოიყენება  მწვავე  ტკივილის, მტკივნეული ოსტეოართრიტის სიმპტომების და  მენსტრუალური ტკივილის სამკურნალოდ.
ნიმესილი® ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს  სარგებელის  და  გვერდითი  მოვლენების განვითარების  რისკის შეფასების შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ გაგიღრმავდათ სიმპტომები ან  არ გაგიუმჯობესდათ მდგომარეობა, მიმართეთ ექიმს.

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი ნიმესილის® მიღების დაწყებამდე
ნიმესილის® გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
– მომატებული  მგრძნობელობა  (ალერგია)  ნიმესულიდის  ან  პრეპარატ ნიმესილის® ერთ-ერთი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
– აცეტილსალიცილის   მჟავას   ან   სხვა   არასტეროიდულ   ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას წარსულში გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (როგორიცაა, ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება);
–  ნიმესულიდის მიღებისას წარსულში გამოვლენილი ტოქსიური ზეგავლენა
ღვიძლზე;
– ღვიძლზე ტოქსიური ზემოქმედების მქონე სხვა პრეპარატების, მაგალითად, პარაცეტამოლის ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ან აასს-ის
მიღება;
– პრეპარატების მიღება, რომლებიც იწვევს შეჩვევას ან პრეპარატზე ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების არსებობა;
–  ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით რეგულარული მიღება;
– ადრე გამოვლენილი სისხლდენა ან პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აასს-ით თერაპიასთან დაკავშირებით;
–  ღვიძლის დაავადებები ან ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;
– პეპტიური წყლულის (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის) არსებობა ამჟამად ან წარსულში;
–  დადასტურებული სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან;
–  დადასტურებული სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ინსულტი);
–  სხვა  სისხლდენების  ან  სისხლის  შედედების  პროცესის  დარღვევით
გამოწვეული პრობლემების არსებობა;
–  გულის უკმარისობა ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმელების
უკმარისობა) ან ღვიძლის ნებისმიერი პათოლოგია;
– გაციება  ან  გრიპი  (ზოგადი  სისუსტე,  შეუძლოდ  ყოფნა,  შეციება  ან კანკალი, ან სხეულის ტემპერატურის მომატება);
–  ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში;
–  ძუძუთი კვების პერიოდი.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი   ნიმესილის®   დანიშვნა   12   წლამდე   ასაკის   ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატი ნიმესილის® მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატის გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი ეფექტური დოზის რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში მიღების გზით, რაც აუცილებელია დაავადების სიმპტომების კონტროლისათვის.
– შაქრის  ზოგიერთი  სახეობის  აუტანლობის  შემთხვევაში  აღნიშნული პრეპარატის მიღების წინ საჭიროა ექიმთან მიმართვა.
– თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთმოყვანილ პრეპარატს, რომელსაც შეუძლია პრეპარატ ნიმესილთან® ურთიერთქმედება:
– პრეპარატები,    რომლებიც    ამცირებს    სისხლის    სიბლანტეს (ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა სალიცილატები);
–  სხვა აასს, ცოგ-2-ის ინჰიბიტორების ჩათვლით (ციკლოოქსიგენაზა-2-
ის ინჰიბიტორები);
– შარდმდენი პრეპარატები (დიურეზულები), რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის ან მომატებული არტერიული წნევის დროს, აგრეთვე სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები;
–  ლითიუმის  პრეპარატები,  რომლებიც  გამოიყენება  დეპრესიის  და
ანალოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ;
–  მეთოტრექსატი;
–  ციკლოსპორინი.
პრეპარატი  ნიმესილით® მკურნალობის წინ  აცნობეთმკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნულიპრეპარატების მიღების შესახებ.
– ისეთი  სიმპტომების  გამოვლენის  შემთხვევაში,  რომლებიც    ღვიძლის შესაძლო დაზიანებაზე მიუთითებს, საჭიროა ნიმესილით® მკურნალობის შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ღვიძლის დაზიანების  სიმპტომებს  მიეკუთვნება  მადის  დაკარგვა,  გულისრევა, ღებინება,  ტკივილი  კუჭის  არეში,  დაღლილობის  მუდმივი  შეგრძნება, შარდის მუქი შეფერილობა. პრეპარატი ნიმესილის® მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ როდესმე გქონდათ პეპტიური წყლული, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება.
– პრეპარატი ნიმესილით® მკურნალობის დროს გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომების (ზოგადი სისუსტის, შეუძლოდ ყოფნის, შეციების ან კანკალის
შეგრძნება) გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ მკურნალ ექიმს გამოვლენილი სიმპტომების შესახებ.
– გულის ან თირკმელების დაავადების შემთხვევაში პრეპარატი ნიმესილის® მიღებამდე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს; რადგან აღნიშნული პრეპარატის მიღებისას თირკმელების ფუნქცია შეიძლება გაუარესდეს.
– ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში აცნობეთ მკურნალ ექიმს, რადგან პრეპარატმა ნიმესილმა® შეიძლება დააქვეითოს ფერტილობა.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში ექიმს შეუძლია უფრო ხშირად დანიშნოს განმეორებითი კონსულტაციები, რათა დარწმუნდეს, რომ პრეპარატი ნიმესილი® არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას კუჭზე, თირკმელებზე, გულზე ან ღვიძლზე.
ხანდაზმულ პაციენტებში, აასს-ის მიღებისას, გვერდითი მოვლენების გამოვლენის  სიხშირე  მომატებულია,  სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია კუჭ-ნაწლავიდან სიხლდენა ან პერფორაცია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედება
ისეთი  პრეპარატების მიღება,  როგორიცაა ნიმესილი®, შეიძლება დაკავშირებული  იყოს  გულის  შეტევის  (მიოკარდიუმის  ინფარქტი)  ან ინსულტის რისკის უმნიშვნელო გაზრდასთან. აღნიშნული დაავადებების განვითარების რისკი იზრდება პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას. არ  გაზარდოთ  ექიმის  მიერ  რეკომენდებული დოზა  და მკურნალობის ხანგრძლივობა.
გულის   დაავადების არსებობის,   წარსულში გადატანილი ინფარქტის შემთხვევაში,  ან  თუ თვლით,  რომ  არსებობს აღნიშნული დაავადებების განვითარების რისკი (მაგალითად, თუ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან გაქვთ სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა, ეწევით სიგარეტს), შესაძლო მკურნალობასთან დაკავშირებით მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აგრეთვე, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ანამნეზში მომატებული არტერიული წნევის და/ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან არსებობს ცნობები სითხის შეკავებისა და შეშუპების შესახებ აასს-ის მიღებისას.
ნიმესულიდმა შეიძლება გააუარესოს თრომბოციტების ფუნქცია; ამიტომ, სისხლდენებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში ნიმესილი® ინიშნება სიფრთხილით.  ნიმესილი®  არ  გამოიყენება  აცეტილსალიცილის  მჟავას ნაცვლად გულის და სისხლძარღვების დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
უსაფრთხოება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული და პერფორაცია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული და წყლულის პერფორაცია
შესაძლოა სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს პაციენტში, რომლის სამედიცინო
ისტორიაში  არსებობს  ჩანაწერი  ნებისმიერი  არასტეროიდული  ანთების
საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას აღნიშნული პრობლემების გამოვლენის შესახებ (იმის მიუხედავად, თუ რა ხნის წინ იყო ეს), საშიში სიმპტომების არსებობის ან არ არსებობისას, ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზული დარღვევების არსებობისას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულის და წყლულის პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების   დოზის   გაზრდის   შემთხვევაში,   წარსულში   წყლულის,
უკუჩვენება:~), აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთმა პაციენტებმა მკურნალობა რაც შეიძლება დაბალი დოზებით უნდა დაიწყონ.
აღნიშნულ პაციენტებს, და აგრეთვე იმ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ თანმხლები თერაპია აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზებით ან ისეთი პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გართულებების   რისკს,   აუცილებელია   განხილულ   იქნას   დამცავი საშუალებებით (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) კომბინირებული თერაპიის შესაძლებლობა.
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული, ექიმს უნდა აცნობოთ მუცლის არეში ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკურნალობის საწყის ეტაპზე.
თუ ერთდროულად იღებთ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს კუჭ- ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარების რისკი, მაგალითად, პერორალურ კორტიკოსტეროიდებს (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთებითი მდგომარეობების დროს), ანტიკოაგულანტებს, მაგალითად, ვარფარინს, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ან ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, პრეპარატი ნიმესილის® მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა (იხ. პარაგრაფი ~სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება~).
პრეპარატი ნიმესილის® მიღების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.
წარსულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ავადმყოფებში (არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობა ინიშნება სიფრთხილით, რადგან  არსებობს  აღნიშნული  დაავადებების  გამწვავების  რისკი  (იხ. პარაგრაფი ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~)
რეაქციები კანის მხრივ
არსებობს ცნობები აასს-ის გამოყენებისას, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, სერიოზული  ალერგიული  რეაქციების  შესახებ  კანის  გაწითლებით  და ბუშტუკების წარმოქმნით,   სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების ჩათვლით (ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და   ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~). პაციენტებს აღნიშნული რეაქციების განვითარების ძალიან  მაღალი  რისკი  აქვთ  მკურნალობის  საწყის  ეტაპზე:  უმეტეს შემთხვევაში რეაქციის განვითარება ხდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსების დაზიანებების პირველი ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა გამოვლენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატ ნიმესილის® მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

ნიმესილი® და სხვა სამკურნალო საშუალებები
კორტიკოსტეროიდებისა და  ნიმესილის®  ერთდროულმა  მიღებამ  შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების   რისკის   გაზრდა   (იხ.   პარაგრაფი   ~გაფრთხილება   და სიფრთხილის ზომები~).
აასს-მა შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების, მაგალითად ვარფარინის, მოქმედება (იხ. პარაგრაფი ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~). ამიტომ აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის და არ   უნდა   დაენიშნოს   პაციენტებს   სისხლის   კოაგულაციის   ძლიერი დარღვევებით. კომბინირებული მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ანტიკოაგულაციური აქტივობის საგულდაგულო კონტროლი.
ნიმესილის®, და ანტიაგრეგანტების და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (შშღლს) ერთდროულად გამოყენებისას არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის მომატებული რისკი. (იხ. პარაგრაფი ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).
ნიმესილი® ასუსტებს ფუროსემიდის (დიურეზული საშუალება, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ) და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედებას.
ნიმესილის®   და   ლითიუმის   პრეპარატების   (ფსიქიური   დაავადებების სამკურნალო საშუალებები) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება  გამოიწვიოს სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდა. აუცილებელია ლითიუმის დონის კონტროლი სისხლის შრატში.
მეთოტრექსატის (რევმატიზმის და კიბოს სამკურნალო პრეპარატი) მიღების წინ ან  შემდეგ  24  საათის  განმავლობაში  ნიმესილის® მიღებამ  შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მეთოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდა და ამ პრეპარატის გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა (როგორიცაა ნიმესულიდი) შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებზე ციკლოსპორინის არასასურველი მოქმედების გაძლიერება (იმუნური პასუხის დამთრგუნველი პრეპარატი,  რომელიც  გამოიყენება,  მაგალითად,  ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ).
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით.

ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი და ფერტილობა
ამ შემთხვევაში ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ნიმესილის® მიღება შესაძლებელია მხოლოდ ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექიმის კონსულტაციით. ნიმესილის® მიღება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში არ არის სასურველი დედისთვის და ბავშვისთვის მომატებული  რისკის  გამო (ის.   პარაგრაფი  ~პრეპარატი  ნიმესილის® გამოყენების უკუჩვენება~).
ფერტილობა
ნიმესულიდს შეუძლია გაართულოს ჩასახვა. აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ
თქვენ გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები.
ძუძუთი კვება
ნიმესილის® მიღება ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი ნიმესილის® მიღებისას თავბრუსხვევის, სივრცობრივი ორიენტაციის დაკარგვის ან ძილიანობის შემთხვევაში ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა არ არის სასურველი.

3. პრეპარატი ნიმესილის® მიღების წესი
აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკაცრად ექიმის დანიშნულებით.
ამ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 100 მგ-ს თითო პაკეტში (შემადგენლობა იხსნება ჭიქა წყალში) ორჯერ დღე-ღამეში საკვების მიღების შემდეგ. ნიმესილი® უნდა გამოიყენოთ  დროის  რაც  შეიძლება  ხანმოკლე  პერიოდის  განმავლობაში, მკურნალობის ერთჯერადი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს.

ზომები პრეპარატი ნიმესილის® დოზის გადაჭარბების დროს
აასს დოზის გადაჭარბების სიმპტომები ჩვეულებრივ შემდეგია: აპათია, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება და ტკივილი ეპიგასტრალურ არეში. შესაძლოა  განვითარდეს  სისხლდენა  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტიდან.  იშვიათ
შემთხვევაში შესაძლოა არტერიული წნევის მომატება, თირკმელების მწვავე უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა და კომა. არსებობს ცნობები მძიმე ალერგიული რეაქციების შესახებ როგორც აასს ჩვეულებრივი დოზებით მიღებისას, ისე აღნიშნული პრეპარატებით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
ზომები პრეპარატი ნიმესილის® მორიგი მიღების გამოტოვების დროს პრეპარატი ნიმესილის® დოზის მიღების დავიწყების შემთხვევაში პრეპარატის მორიგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დანიშნულ დროს. არ   მიიღოთ   პრეპარატის   ორმაგი   დოზა   გამოტოვებული   დოზის საკომპენსაციოდ.

პრეპარატი ნიმესილის® მიღების შეწყვეტა
ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატი ნიმესილის® მიღების შეწყვეტის
შემთხვევაში თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
აასს-ის მიღების შემდეგ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება განვითარდეს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზოგჯერ ლეტალური  შედეგით,  განსაკუთრებით  ხანდაზმულ  პაციენტებში,  (იხ. პარაგრაფი ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~). არსებობს ცნობები პრეპარატით მკურნალობისას შემდეგი რეაქციების შესახებ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა), შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი მუცლის არეში, კუპრისებრი განავალი, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავება  (იხ.  პარაგრაფი ~გაფრთხილება და  სიფრთხილის ზომები~). შედარებით იშვიათად აღინიშნებოდა გასტრიტი.
არსებობს ცნობები შეშუპების განვითარების, არტერიული წნევის მომატების და გულის უკმარისობის განვითარების შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით.
არსებობს მონაცემები აასს-ის მიღებისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლენილი კანის სერიოზული რეაქციების შესახებ, რომელსაც თან ახლავს კანის გაწითლება და ბუშტუკების წარმოქმნა, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით.
ისეთი  პრეპარატების მიღება,  როგორიცაა ნიმესილი®, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევების (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის რისკის უმნიშვნელოდ გაზრდასთან.
არასასურველი გვერდითი მოვლენების შეფასებას ჩვეულებრივ საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები:

ძალიან ხშირად: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირად: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-10 პაციენტში
ზოგჯერ: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-10 პაციენტში
იშვიათად: შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-10 პაციენტში
ძალიან იშვიათად: შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში
ცნობილი არ არის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია

გვერდითი მოვლენები:

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ იშვიათად ერითროციტების რაოდენობის შემცირება

(ანემია)

სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია)

ძალიან იშვიათად თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება) სისხლის ყველა სახის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია) ლოკალიზებული სისხლდენა კანიდან (პურპურა)
იმუნური სისტემის დარღვევები იშვიათად ალერგიული რეაქციები
ძალიან იშვიათად ძლიერი ალერგიული რეაქცია

(ანაფილაქსია)

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა იშვიათად სისხლში კალიუმის შემცველობის მომატება

(ჰიპერკალიემია)

ფსიქიკური დარღვევები იშვიათად შიშის შეგრძნება*

ნევროზულობა*

ღამის კოშმარული სიზმრები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ზოგჯერ თავბრუსხვევა
ძალიან იშვიათად თავის ტკივილი

ძილიანობა

ტვინის დაავადების გარკვეული ფორმა (ენცეფალოპათია, მათ შორის რეიეს სინდრომი)

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ იშვიათად არამკვეთრი მხედველობა
ძალიან იშვიათად მხედველობის დარღვევა
დარღვევები სმენის ორგანოებისა და ლაბირინთის აპარატის მხრივ ძალიან იშვიათად თავბრუსხვევა
გულის დაავადებები იშვიათად გახშირებული გულიცემა (ტაქიკარდია)
სისხლძარღვოვანი დარღვევები ზოგჯერ მომატებული არტერიული წნევა
იშვიათად სისხლჩაქცევები

არტერიული წნევის ლაბილობა

~ალები~

რესპირატორული დაავადებები, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის დაავადებები ზოგჯერ სუნთქვის გაძნელება
ძალიან იშვიათად ასთმა ბრონქოსპაზმი
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ხშირად დიარეა გულისრევა ღებინება
ზოგჯერ შეკრულობა მეტეორიზმი

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლული და პერფორაცია

ძალიან იშვიათად კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება

(გასტრიტი)

ტკივილი მუცლის არეში საჭმლის მონელების დარღვევა

პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთება, წყლულების წარმოქმნის ჩათვლით

შავი განავალი

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ (იხ. პარაგრაფი

~გაფრთხილება და

სიფრთხილის ზომები~)

ხშირად ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე
ძალიან იშვიათად ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

ელვისებური და მძიმე ფორმის ჰეპატიტი

(ლეტალური გამოსავლის ჩათვლით)

სიყვითლე

ნაღვლის გამოყოფის დარღვევა (ქოლესტაზი)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის პათოლოგია ზოგჯერ ქავილი გამონაყარი

მომატებული ოფლიანობა

იშვიათად ერითემა დერმატიტი
ძალიან იშვიათად ჭინჭრის ციება

ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული

შეშუპება)

სახის შეშუპება

კანის მძიმე რეაქციები (პოლიმორფული

ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)

დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ იშვიათად გაძნელებული შარდვა სისხლი შარდში
ძალიან იშვიათად შარდის შეკავება თირკმელების უკმარისობა ოლიგურია

თირკმელების ქსოვილის ანთება

(ინტერსტიციული ნეფრიტი)

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები პრეპარატზე ზოგჯერ ქსოვილებში სითხის შეკავება (შეშუპება)
იშვიათად შეუძლოდ ყოფნა სისუსტე
ძალიან იშვიათად სხეულის ანომალურად დაბალი ტემპერატურა

(ჰიპოთერმია)

5. პრეპარატი ნიმესილის® შენახვის პირობები
პრეპარატი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს. პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია  ბლისტერზე  და  მუყაოს  კოლოფზე  წარწერა  ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია პრეპარატი ნიმესილის® შემადგენლობა
–  მოქმედი ნივთიერება: ნიმესულიდი.
– სხვა   ინგრედიენტები:   საქაროზა,   ფორთოხლის   არომატიზატორი, ლიმონმჟავა, მალტოდექსტრინი და მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი.

პრეპარატი ნიმესილის® აღწერა და შეფუთვა
გრანულები ქაღალდის, ალუმინისა და პოლიეთილენის მასალით დამზადებულ პორციულ პაკეტებში; პორციული პაკეტები ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. მუყაოს კოლოფში არის 9, 15 ან 30 პორციული პაკეტი; ერთ პორციულ პაკეტში 2 გ გრანულა (100 მგ ნიმესულიდი).
შეიძლება ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

გამოშვების ფორმა: 100მგ/2გ 2გ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №9; №15; №30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Laboratorios Menarini, ესპანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook