ბიფიფორმი

  • თურმანიძის მალამოები

ბიფიფორმი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიფიფორმის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):bifidobacterium longum, enterococcus faecium

ბიფიფორმი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები


ბიფიფორმი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
კაფსულები, რომლებიც დაფარული არიან ნაწლავებში ხსნადი გარსით, შეიცავენ ბიფიდობაქტერიას – არანაკლებ 10 000 000
ენტეროკოკს – არანაკლებ 10 000 000
არააქტიური ინგრედიენტები:
უწყლო გლუკოზა 154,1 მგ, რძემჟავასაფუარი 17,5 მგ, გუმფისი 12,5,. მაგნიუმის სტერეატი 3,0 მგ ლაქტულოზა 0,5 მგ.
აღწერა:
მყარი ჟელატინის კაფსულები #30, თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი – მშრალი ფხვნილი ბეჟი ფერის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები ხელსუწყობენ და არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალნსს.

ჩვენებები
პრეპარატი განკუთვნილია კუჭნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისათვის, სხვადასხვა გენეზისის კუჭნაწლავის პრობლემების პროფილაქტიკისათვის და მკურნალობისათვის, კუჭნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებებისას, ასევე იმუნიტეტის მხარდაჭერისთვის ბავშვებში 2 წლის ზევით და მოზრდილებში.

მიღების წესები და დოზები
თუ არ არის დანიშნული მკურნალობის სხვა სქემა:
კუჭნაწლავის აშლილობების პროფილაქტიკა და მკურნალობისათვის რეკომენდირებულია:
2 წლიდან ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში _ 2-3 კაფსულა ყოველდღე საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-21 დღეს.
მწვავე დიარეის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 კაფსულამდე დღეში 2-3 დღის განმავლობაში. დიარეის სიმპტომების გაქრობამდე ინიშნება 2-3 კაფსულა დღეში.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას გვერდითი ეფექტები არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება
არ არის გამოვლენელი.

ჭარბი დოზირება:
არ არის სასურველი აღნიშნული მაქსიმალური დოზის გადაჭარბება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა კომბინაციაში. დასაშვებია ანტიბიოტიკებთან ერთდროული დანიშვნა.

შენახვის პირობები და ვადები
ნებისმიერი სახის ტრანსპორტით ტემპერატურაზე არა უმეტეს +25ºС.
უნდა შეინახოთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +25°C გრადუსს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ფაიზერ კონსიუმერი, აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook