ვერტიგოჰელი

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
100 მლ. ხსნარი შეიცავს: Cocculus D4 0,7 მლ; Conium maculatum D2; Ambra grisea D5; Petroleum rectificatum D7 – 0,1 მლ თითოეული
ჩვენებები
სხვადასხვა გენეზისა და ხასიათის თავბრუსხვევები (განსაკუთრებით ათეროსკლეროზის შედეგად გამოწვეული); აგრეთვე, ნერვულ ნიადაგზე ან ათეროსკლეროზული ცვლილებებით წარმოშობილი თავბრუსხვევისას ჰიპერტენზიით და მის გარეშე, მენიერის სინდრომი (თავბრუსხვევა, გულისრევა, ყურებში შუილი), თავის ტვინის შერყევა და მისი შემდგომი თერაპია
მიღების
წესები და დოზები
ძლიერი თავბრუსხვევის და ღებინებისას ყოველდღე, ჩვეულებრივ 1-3 ჯერ კვირში ერთი ამპულა კანქვეშ, კუნთში, ვენაში, კანში
გვერდითი
მოვლენები
არ გააჩნია.
უკუჩვენება
არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი თავსებადია ალკოჰოლთან და არ იწვევს სედატიურ ეფექტს (არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის დროს მოძრაობის უსაფრთხოებაზე და ა.შ)
ინფორმაცია პაციენტებისათვის: ფირმა “ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ“-ის პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის
პირობები და ვადები
5 წელი
დაიცავით გადახურებისაგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 1.1 მლ. ამპულა #10
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Heel, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook